მიხეილ ყაველაშვილი: მივესალმები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, ეს კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ესაუბრა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

მისი თქმით, 2012 წლიდან საქართველო არის და რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მტკიცე მხარდამჭერად.

„მივესალმები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში. პერე ჟოან პონს სამპიტეროს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. აღვნიშნე, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველო იყო და კვლავ რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მტკიცე მხარდამჭერი.

ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო უცვლელად მოქმედებს როგორც კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე მონაწილე სახელმწიფო, რომელიც მრავალმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებისა და დიალოგის ერთგულია“, - წერს ყაველაშვილი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773150123

ახალი ამბები

საგარეო და პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კარგ შედეგებს აჩვენებს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად სფეროებში - The Heritage Foundation

The Heritage Foundation-ის 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ქვეყანამ რეიტინგში 69.6 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 0.6-ით მეტია. საქართველო გლობალ...

The Heritage Foundation

1773149712

ახალი ამბები

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა - The Heritage Foundation

The Heritage Foundation-ის 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ქვეყანამ რეიტინგში 69.6 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 0.6-ით მეტია. საქართველო გლობალ...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა

1773148825

ახალი ამბები

ნინო ჯელაძე: სებ-ის ახალი წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერებასთან დაკავშირებულ ახალ წესზე ისაუბრა. ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავ...

ნინო ჯელაძე

1773148586

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7438 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7470 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1773147454

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა ბირთვულ ელექტროენერგიაზე უარი თქვა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა ბირთვული ელექტროსადგურების მიერ წარმოებულ ელექტროენერგიაზე. “თუ, 1990-იან წლებში ევრო...

ურსულა ფონ დერ ლაიენი