მაია ბითაძე: ვგეგმავთ თელავის თეატრის რეაბილიტაციას - ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ინვესტიცია რეგიონული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქალაქ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდა.
მინისტრს თეატრის შენობის მდგომარეობასა და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ადგილზე გააცნეს თეატრის დირექტორმა ზაქარია რაზმაძემ და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნანუკა ხუსკივაძემ.
დღეისათვის თეატრის შენობა, რომლის საერთო ფართობი 4703 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ავარიულ მდგომარეობაშია.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თეატრს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. შევქმნით თანამედროვე სტანდარტების თეატრალურ სივრცეს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ინვესტიცია რეგიონული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის. სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ თელავში ჩვენ გვექნება სრულიად განახლებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი თეატრალური სივრცე. ეს საშუალებას მისცემს თეატრალურ დასს, იმუშაოს სრულიად ახალ მასშტაბებში, უმასპინძლოს საერთაშორისო ფესტივალებსა და დასებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებასა და ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულყოფილ კვლევას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არქიტექტურული ავთენტურობის დაცვას. მოხდება თეატრის თანამედროვე სტანდარტებთან ადაპტაცია - სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო საინჟინრო-ტექნოლოგიური სისტემების მოწყობა.
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე კახეთის მხარეში გიგა თუშიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
1792995535
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას
2026 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“, რომელიც „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით იმართებ...
1792993422
ახალი ამბებიზურაბ რურუა: მყარი და საფუძვლიანი არგუმენტები გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი და ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება
5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომ...
1792991335
ახალი ამბებისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შუახევში 1300-ზე მეტი ადამიანი მონათლა
საყოველთაო ნათლობა აჭარაში - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შუახევში 1300-ზე მეტი ადამიანი მონათლა. შიო მესამემ ნათლულებს და ნათლიებს სახსოვრად ჯვრები გადასცა, რომლებიც საქართველოს ქრისტიანულ სახელმ...
1792990274
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ოქტომბერს საქართველოში
26 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბა...
1792962016
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ის ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი, ფაქტობრივად, განადგურებულია. ის კრიზისი, რომელიც უნდოდათ, რომ სხვაგან შეექმნათ, მოუვიდათ თავის ქვეყნებში. ამიტომ ვამბობ, რომ ბუმერანგის პრინციპი არსებობს
ეს არის საბაბი და ის რეალური მოთხოვნები, რომლებიც ზოგადად ამ გამოსვლებშია, არის ის არასწორი დამოკიდებულება, რომელიც აქვთ იმ ხელისუფლებებს საზოგადოების მიმართ, მათ შორის კრიზისები, რომელსაც რატომღაც ყუ...































