შალვა პაპუაშვილი: აქციაზე მყოფ ადამიანებზე სამჯერ მეტი მონათლა პატრიარქმა ზემო აჭარაში, ხალხი ვერ დადგება იმათ მხარეს, ვინც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგეს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას

გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა მონათლა. იქ იყვნენ ბავშვებიც, ზრდასრულებიც. აქციაზე მყოფ ადამიანებზე სამჯერ მეტი მონათლა პატრიარქმა. ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ხალხი არ დგას აგენტურის მხარეს, ხალხი ვერ დადგება იმათ მხარეს, ვინც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგეს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას.

„ქართველი ხალხი ვერ იდგება იმ ფსევდორელიგიურ სექტასთან, რომელიც ცდილობს, გაწიოს საქართველოს ეკლესია საზოგადოებრივი სივრციდან, ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას დაექვემდებარება. მოკლედ რომ ვთქვათ, ანტიპატრიოტული და აგენტურული ძალაა. გუშინდელი დღე ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო. ვიხილეთ თბილისში შეკრებილი რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ფსევდორელიგიური სექტისა, რომელიც კვლავ თავის ფსევდორელიგიურ რიტუალს ასრულებდა და ვნახეთ სამჯერ მეტი ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანი ზემო აჭარაში. ხალხი არ დგას აგენტურის მხარეს. ხალხი ვერ დადგება იმათ მხარეს, ვინც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგეს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, უნდა მოემსახუროს უცხო ქვეყნის ინტერესებს. ხალხი ვერ დადგება იმ სექტის მხარეს, რომელიც თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას, საქართველოს ინტერესებს ანაცვალებს ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გუშინდელი აქცია იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აქცია.

„ნურავინ ნუ მოიტყუებს თავს, თითქოს შიგნით რაღაც დაპირისპირება აქვთ და რაღაც სიამოვნებთ, თუ არ სიამოვნებთ. ალიანსში არიან სხვადასხვანაირად. ახლა, როდესაც სააკაშვილს ვითომ თავს ესხმიან ადამიანები, რომლებიც მისი ხელისუფლების და მისი დანაშაულებრივი საქმიანობის მთავარი იდეოლოგები, განმახორციელებლები იყვნენ – ბოკერია, გვარამია და სხვები, ისინი იყვნენ, ვინც დიქტატურის იდეოლოგები და განმახორციელებლები იყვნენ. დღეს რასაც ვუყურებთ, უბრალოდ თამაშია და ამ თამაშს 14 წელია, ვაკვირდებით. ვითომ იშლებიან, შემდეგ ისევ იკრიბებიან, ერთმანეთს ლანძღავენ, შემდეგ ეპატიჟებიან პარტიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მერამდენედ უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს, როდესაც ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ მათ შორის არსებობს რაღაც უთანხმოება. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ამ დღეების განმავლობაში სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცესს ვუყურებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792995535

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

2026 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“, რომელიც „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით იმართებ...

მაკა ბოჭორიშვილი

1792993422

ახალი ამბები

ზურაბ რურუა: მყარი და საფუძვლიანი არგუმენტები გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი და ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება

5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომ...

ზუკა რურუა:

1792991335

ახალი ამბები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შუახევში 1300-ზე მეტი ადამიანი მონათლა

საყოველთაო ნათლობა აჭარაში - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შუახევში 1300-ზე მეტი ადამიანი მონათლა. შიო მესამემ ნათლულებს და ნათლიებს სახსოვრად ჯვრები გადასცა, რომლებიც საქართველოს ქრისტიანულ სახელმ...

შიო მესამე:

1792990274

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ოქტომბერს საქართველოში

26 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბა...

ამინდი ამინდი

1792962016

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ის ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი, ფაქტობრივად, განადგურებულია. ის კრიზისი, რომელიც უნდოდათ, რომ სხვაგან შეექმნათ, მოუვიდათ თავის ქვეყნებში. ამიტომ ვამბობ, რომ ბუმერანგის პრინციპი არსებობს

ეს არის საბაბი და ის რეალური მოთხოვნები, რომლებიც ზოგადად ამ გამოსვლებშია, არის ის არასწორი დამოკიდებულება, რომელიც აქვთ იმ ხელისუფლებებს საზოგადოების მიმართ, მათ შორის კრიზისები, რომელსაც რატომღაც ყუ...

პოლიტიკოსი