კახა კალაძემ შოთა ქელეხსაშვილს 100 წლის იუბილე მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე ინჟინერ შოთა ქელეხსაშვილს ესტუმრა და 100 წლის იუბილე პირადად მიულოცა. დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს 100 წელს მიღწეული ადამიანებისთვის ფულად კომპენსაციას.

„გილოცავთ, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. სიხარული, ხვავი და ბარაქა არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახს. ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით, ირგვლივ გყავთ შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ჩვენ უფროს თაობას განსაკუთრებით ვაფასებთ და პატივს ვცემთ, თქვენი მრავალწლიანი შრომა ფასდაუდებელია. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამა, რაც გვაძლევს საშუალებას, გადაგიხადოთ მადლობა და მცირედით მაინც დაგიფასოთ თქვენი ღვაწლი ქვეყნის
წინაშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შოთა ქელეხსაშვილმა თბილისის მერს საიუბილეო თარიღის მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ თაობას დღეგრძელობა უსურვა.

„მადლობა ყველას, ვინც მობრძანდით და ჩემი სიხარული გაიზიარეთ. ღმერთმა ქნას, ყველას ჰქონდეს ჩემსავით ხანგრძლივი ცხოვრება. პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ვარ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უკრაინაში მომიწია მუშაობა. მონაწილეობას ვიღებდი ქარხნების მშენებლობაში. ამჟამად ჩემს შვილიშვილთან და შვილთაშვილებთან ერთად ვცხოვრობ. დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს სახლის საქმეებშიც შეძლებისდაგვარად ვეხმარები“, - აღნიშნა შოთა ქელეხსაშვილმა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში შოთა ქელეხსაშვილს 10 000 ლარი ჩაერიცხება.

10 000-ლარიან ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ.

მოქალაქემ, ან მისმა წარმომადგენელმა თანხის მისაღებად თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, დამატებით საჭიროა იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი.

ფულადი დახმარება ირიცხება ხანდაზმული პირის საბანკო ანგარიშზე მომსახურე ბანკიდან პირის მიერ ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე უკვე ისარგებლეს მერიის აღნიშნული პროგრამით, განცხადების დაწერა აღარ უწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ.

დედაქალაქის მერთან ერთად 100 წლის იუბილართან სტუმრად ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და თბილისის საკრებულოს წევრი კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792998870

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიას საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აინტერესებს და არა ქართული საზოგადოება - ქვეყანაში მათი ინტერესების გამტარი ხელისუფლება სურთ, რათა შუა დერეფანზე კონტროლი მოიპოვონ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბრიუსელს საქართველოში ეროვნული ხელისუფლების ნაცვლად საკუთარი ინტერესების გამტარი ხელისუფლების ხილვა სურს, რათა აზიის ქვეყნებმა, მათ...

გურამ მაჭარაშვილი

1792995535

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

2026 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“, რომელიც „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით იმართებ...

მაკა ბოჭორიშვილი

1792993422

ახალი ამბები

ზურაბ რურუა: მყარი და საფუძვლიანი არგუმენტები გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი და ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება

5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომ...

ზუკა რურუა:

1792991335

ახალი ამბები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შუახევში 1300-ზე მეტი ადამიანი მონათლა

საყოველთაო ნათლობა აჭარაში - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შუახევში 1300-ზე მეტი ადამიანი მონათლა. შიო მესამემ ნათლულებს და ნათლიებს სახსოვრად ჯვრები გადასცა, რომლებიც საქართველოს ქრისტიანულ სახელმ...

შიო მესამე:

1792990274

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ოქტომბერს საქართველოში

26 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბა...

ამინდი ამინდი