მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელს წერილობითაც აქვს ნათქვამი, რომ საქართველოს არ შეაფასებდნენ

იმდენად დიდი იყო ცდუნება, რომ ეს ანგარიში [ევროკომისიის გაფართოების ანგარიში] უნდა ყოფილიყო უარყოფითი, რომ მათ წერილობითაც აქვთ ნათქვამი უარი, რომ საქართველოს არ შეაფასებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკომისიის 4 ნოემბრის ანგარიშზე საუბრისას.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრიუსელმა მოკლა იმის შესაძლებლობა, რომ ანგარიშის ავტორებს საქართველოსთან დაკავშირებით ობიექტური სურათი ჰქონდეთ.

„ჩვენ ვწერთ ანგარიშებს და ვაგზავნით ბრიუსელში რა ნაბიჯები გადადგა ქვეყანამ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვაკეთებთ, ბრიუსელში ინფორმაცია მთელი წლის განმავლობაში ვაგზავნიდით, თუმცა ესეც კი იმდენად მიუღებელი იყო ბრიუსელისთვის და იმდენად დიდი იყო ცდუნება, რომ ეს ანგარიში უნდა ყოფილიყო უარყოფითი, მათ წერილობითაც კი აქვთ ნათქვამი უარი, რომ საქართველოს არ შეაფასებენ. ჩვენ არც ერთ წინადადებას არ დავტოვებთ უპასუხოდ, ჩვენ ამაზე პასუხები რა თქმა უნდა გვაქვს. ეს არის არასამართლიანი დამოკიდებულების გამოხატულება, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ, ობიექტური შეფასებების გარეშე კეთდება ასეთი შემაჯამებელი განცხადებები, რომ თითქოს საქართველოს პროგრესი არ ჰქონია ამ ხნის განმავლობაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763053968

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ასეთია აგენტის მოცემულობა, როდესაც ხელს მოაწერ ყველაფერზე მერე გიწევს, რომ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი

მტკიცებულების დონეზე დადასტურდა, რომ ოპოზიცია და აქტივისტების ჯგუფები ბრიუსელიდან მიღებული დავალებებით მოქმედებენ, - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომა...

არჩილ გორდულაძე

1763053025

ახალი ამბები

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ

თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ. აღნიშნულის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. მათივე ცნობით, დაღ...

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო

1763051084

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბრიფინგზე: თვითონ გაამხილეს ვინ მიიღო ტექსტი ბრიუსელიდან - ვინმე ლემონჯავამ, დღეს მიუღია თან, ელოდებოდნენ და დირექტივის გარეშე ვერ ინძრეოდნენ, მედიასაც ბოლო წუთებში გააგებინეს

შუშანას ჰგონია, მაგარი მტკიცებულება გამოსდო, ამ დროს კიდევ უფრო ამხილა აგენტურა. აქ გაიშიფრნენ სულ ბოლომდე, - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვ...

რატი იონათამიშვილი

1763049026

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - აღნიშნულის შესახებ განცხადებ...

პროკურატურაა

1763047324

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბრიფინგზე: თვითონ გაამხილეს, ვინ მიიღო ტექსტი ბრიუსელიდან - ვინმე ლემონჯავამ, დღეს მიუღია თან, ელოდებოდნენ და დირექტივის გარეშე ვერ ინძრეოდნენ, სხვათა შორის, მედიასაც ბოლო წუთებში გააგებინეს

შუშანას გონია, მაგარი მტკიცებულება გამოდო, ამ დროს კიდევ უფრო ამხილა აგენტურა. აქ გაიშიფრნენ სულ ბოლომდე, - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილ...

რატი იონათამიშვილი: