მაკა ბოჭორიშვილი: ეს არის დეზინფორმაცია და მანიპულაცია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, საქართველომ სცადა ევროინტეგრაცია არ ყოფილიყო პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებული

„ეს არის დეზინფორმაცია და მანიპულაცია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს წინადადება არის ტყუილი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს არაფერი შეუჩერებია, საქართველომ სცადა ევროინტეგრაცია არ ყოფილიყო პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებული.

„ეს ყველაფერი შემოატრიალეს და ისე მანიპულაციურად იყენებენ იმისთვის, რომ თითქოს საქართველომ შეაჩერა დიალოგი. სიადვილეში დიალოგი შეჩერდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ის განცხადება გაკეთდა, რომ აპელირებენ, ეს იყო ივნისში. არსებობს წერილები, სადაც კაია კალსი, პირდაპირ ევროკავშირის მხარე ამაყად ადასტურებს, რომ მათ შეჩერებული აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი, საქართველოს ხელისუფლებას ისინი არ ელაპარაკებიან მას შემდეგ, რაც ლეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღო კანონები.

2024 წლის ივნისში ბრიუსელი აჩერებს დიალოგს საქართველოსთან და შემოდგომაზე უკვე საქართველოს ხელისუფლებას აბრალებენ იმას, რაც ივნისში გაკეთდა. ჩვენ ქვეყანაში პროტესტი და გამოსვლები დაიწყო დემოკრატიის წინააღმდეგ, არჩევნების შემდგომ. არ უნდა დავუშვათ ის, რომ საფუძვლები შეცვალონ და სხვანაირად დაიწეროს ის ისტორია, რომლის მონაწილეებიც ჩვენ ვიყავით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763053968

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ასეთია აგენტის მოცემულობა, როდესაც ხელს მოაწერ ყველაფერზე მერე გიწევს, რომ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი

მტკიცებულების დონეზე დადასტურდა, რომ ოპოზიცია და აქტივისტების ჯგუფები ბრიუსელიდან მიღებული დავალებებით მოქმედებენ, - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომა...

არჩილ გორდულაძე

1763053025

ახალი ამბები

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ

თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ. აღნიშნულის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. მათივე ცნობით, დაღ...

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო

1763051084

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბრიფინგზე: თვითონ გაამხილეს ვინ მიიღო ტექსტი ბრიუსელიდან - ვინმე ლემონჯავამ, დღეს მიუღია თან, ელოდებოდნენ და დირექტივის გარეშე ვერ ინძრეოდნენ, მედიასაც ბოლო წუთებში გააგებინეს

შუშანას ჰგონია, მაგარი მტკიცებულება გამოსდო, ამ დროს კიდევ უფრო ამხილა აგენტურა. აქ გაიშიფრნენ სულ ბოლომდე, - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვ...

რატი იონათამიშვილი

1763049026

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - აღნიშნულის შესახებ განცხადებ...

პროკურატურაა

1763047324

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბრიფინგზე: თვითონ გაამხილეს, ვინ მიიღო ტექსტი ბრიუსელიდან - ვინმე ლემონჯავამ, დღეს მიუღია თან, ელოდებოდნენ და დირექტივის გარეშე ვერ ინძრეოდნენ, სხვათა შორის, მედიასაც ბოლო წუთებში გააგებინეს

შუშანას გონია, მაგარი მტკიცებულება გამოდო, ამ დროს კიდევ უფრო ამხილა აგენტურა. აქ გაიშიფრნენ სულ ბოლომდე, - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილ...

რატი იონათამიშვილი: