მაკა ბოჭორიშვილი ელჩებზე: როდესაც შენ პოლიტიკურ დავალებას იღებ და არ ხარ პოლიტიკოსი, ძალიან ცუდად შეასრულებ ამ დავალებას და არაერთხელ ვნახეთ დიპლომატების მიერ ცუდად შესრულებული პოლიტიკური დავალებები

ერთი შეხედვით თითქოს არა უშავს, რა მოხდა მერე, ვისაც გინდა შეხვდი. ასე უმწიკვლოდ გვესმის, რომ რა მოხდა თუ ოპოზიციას შეხვდება, თქვენი ელჩებიც ხომ ხვდებიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთის ელჩის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე საუბრისას.

მისივე თქმით, როდესაც რომელიმე ქვეყანაში პარლამენტის წევრებთან ერთად არიან, საქართველოს ელჩებსაც უწევთ იმ ქვეყნის ოპოზიციასთან ურთიერთობა.

„როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, აქ ცოტა სხვა სიტუაციასთან გვაქვს საქმე. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, რომელიც სახელმწიფო სისტემაში, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტშია წარმოდგენილი და თუნდაც განსხვავებულ აზრზე, ან განსხვავებულ პოზიციებზეა. ჩვენ ვსაუბრობთ ძალებზე, რომლებიც დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვიან ამ ქვეყანაში. ძალებზე, რომლებიც ებრძვიან სახელმწიფოს ინსტიტუტებს და სახელმწიფოს უთხრიან ძირს. თუ ეს ძალებია ევროპული, აქ კიდევ დიდი კითხვის ნიშანი უნდა დაისვას. რა არის ევროპული, ის ძალები, რომლებიც დემოკრატიას და ევროპულ ფასეულობებს ებრძვიან? მე ასე არ ვფიქრობ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ელჩების როლზე სხვადასხვა სახელმწიფოში.

„წესით და რიგით დიპლომატის ვალდებულება და მოვალეობა არის ქვეყნებს შორის ხიდების აშენება, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ ისინი მარტივ მდგომარეობაში არიან. როდესაც შენ პოლიტიკურ დავალებას იღებ და არ ხარ პოლიტიკოსი, ძალიან ცუდად შეასრულებ ამ დავალებას და არაერთხელ ვნახეთ დიპლომატების მიერ ცუდად შესრულებული პოლიტიკური დავალებები, ეს ყველაფერს აზიანებს. აზიანებს დიპლომატიის არსსაც, სახესაც და აზიანებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებსაც და ეს ძალიან სამწუხაროა, როდესაც ათწლეულების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები ფუჭდება ცუდად შესრულებული დავალების თუ ცუდად გადადგმული ნაბიჯების შედეგად. ამის ინტერესი ჩვენ არ გვაქვს.

მიუხედავად ბევრი არასამართლიანი დამოკიდებულებისა, ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ მაინც ვრჩებით ამ რეჟიმში, რასაც ჰქვია ცალმხრივი მეგობრობა. ჩვენ არ გვსურს ასე ერთიანად ჩამოვშალოთ ის წლების ნაშენები ურთიერთობები, რაც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან და შევწიროთ არასწორ ნაბიჯებს და არასწორ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763053968

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ასეთია აგენტის მოცემულობა, როდესაც ხელს მოაწერ ყველაფერზე მერე გიწევს, რომ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი

მტკიცებულების დონეზე დადასტურდა, რომ ოპოზიცია და აქტივისტების ჯგუფები ბრიუსელიდან მიღებული დავალებებით მოქმედებენ, - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომა...

არჩილ გორდულაძე

1763053025

ახალი ამბები

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ

თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ. აღნიშნულის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. მათივე ცნობით, დაღ...

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო

1763051084

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბრიფინგზე: თვითონ გაამხილეს ვინ მიიღო ტექსტი ბრიუსელიდან - ვინმე ლემონჯავამ, დღეს მიუღია თან, ელოდებოდნენ და დირექტივის გარეშე ვერ ინძრეოდნენ, მედიასაც ბოლო წუთებში გააგებინეს

შუშანას ჰგონია, მაგარი მტკიცებულება გამოსდო, ამ დროს კიდევ უფრო ამხილა აგენტურა. აქ გაიშიფრნენ სულ ბოლომდე, - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვ...

რატი იონათამიშვილი

1763049026

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - აღნიშნულის შესახებ განცხადებ...

პროკურატურაა

1763047324

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბრიფინგზე: თვითონ გაამხილეს, ვინ მიიღო ტექსტი ბრიუსელიდან - ვინმე ლემონჯავამ, დღეს მიუღია თან, ელოდებოდნენ და დირექტივის გარეშე ვერ ინძრეოდნენ, სხვათა შორის, მედიასაც ბოლო წუთებში გააგებინეს

შუშანას გონია, მაგარი მტკიცებულება გამოდო, ამ დროს კიდევ უფრო ამხილა აგენტურა. აქ გაიშიფრნენ სულ ბოლომდე, - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილ...

რატი იონათამიშვილი: