მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: სულ რომ მონახონ გზა, რომ გარკვეული ადამიანების წრე დასაჯონ და მათზე გავრცელდეს სავიზო მოთხოვნები, ის შედეგი არ იქნება მიღწეული, რაც მათ სურთ

სულ რომ მონახონ გზა, რომ გარკვეული ადამიანების წრე დასაჯონ და მათზე გავრცელდეს სავიზო მოთხოვნები, ის შედეგი არ იქნება მიღწეული, რაც მათ სურთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ოპოზიციამ მსგავსი გზა ადრეც მოძებნა, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის გაავრცელეს სავიზო მოთხოვნები.

„დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება არ გამოიწვევს ჩვენი საზოგადოების ისეთ აღელვებას, რომ ის შედეგი მიიღონ რაც ოპოზიციას სჭირდება. ოპოზიციას ეს ყველაფერი იმისთვის სჭირდება, რომ როდესაც პოლიტიკურად გაკოტრებული ხარ და არ შეგწევს უნარი, რომ გარკვეული წარმატება მიიღო შენს საზოგადოებაში, მაშინ იყენებ სხვა ინსტრუმენტებს.

ამას იყენებენ ინსტრუმენტად, რომ გარკვეულად წარმატებას მიაღწიონ ამ საზოგადოებაში. ვერ მიაღწევენ, ეს ხომ უკვე ცხადია, რომ ეს იარაღი გაცვეთილია და არ გამოადგებათ. ეს ტყუილი არ მჯერა, რომ ისინი დადიან და ხალხზე ფიქრობენ. ბევრი გვინახავს მათი სიარული, გვინახავს მათი მოთხოვნები და არასდროს არ ყოფილა ეს ნაკარნახევი ან ხალხის ინტერესებიდან, ან ქვეყნის ინტერესებიდან. ერთადერთი ინტერესი, რაც მათ ჰკარნახობდა, ეს იყო ნებისმიერი ფორმით, მათ შორის არაკანონიერი გზებითაც, ხელისუფლების ხელში ჩაგდება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763053968

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ასეთია აგენტის მოცემულობა, როდესაც ხელს მოაწერ ყველაფერზე მერე გიწევს, რომ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი

მტკიცებულების დონეზე დადასტურდა, რომ ოპოზიცია და აქტივისტების ჯგუფები ბრიუსელიდან მიღებული დავალებებით მოქმედებენ, - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომა...

არჩილ გორდულაძე

1763053025

ახალი ამბები

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ

თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ. აღნიშნულის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. მათივე ცნობით, დაღ...

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო

1763051084

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბრიფინგზე: თვითონ გაამხილეს ვინ მიიღო ტექსტი ბრიუსელიდან - ვინმე ლემონჯავამ, დღეს მიუღია თან, ელოდებოდნენ და დირექტივის გარეშე ვერ ინძრეოდნენ, მედიასაც ბოლო წუთებში გააგებინეს

შუშანას ჰგონია, მაგარი მტკიცებულება გამოსდო, ამ დროს კიდევ უფრო ამხილა აგენტურა. აქ გაიშიფრნენ სულ ბოლომდე, - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვ...

რატი იონათამიშვილი

1763049026

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - აღნიშნულის შესახებ განცხადებ...

პროკურატურაა

1763047324

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბრიფინგზე: თვითონ გაამხილეს, ვინ მიიღო ტექსტი ბრიუსელიდან - ვინმე ლემონჯავამ, დღეს მიუღია თან, ელოდებოდნენ და დირექტივის გარეშე ვერ ინძრეოდნენ, სხვათა შორის, მედიასაც ბოლო წუთებში გააგებინეს

შუშანას გონია, მაგარი მტკიცებულება გამოდო, ამ დროს კიდევ უფრო ამხილა აგენტურა. აქ გაიშიფრნენ სულ ბოლომდე, - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილ...

რატი იონათამიშვილი: