დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
„შესაძლოა, საქართველოს განხილვა ორშაბათს არა იმდენად „საქართველოს კრიზისს“ ეხებოდეს, რამდენადაც ბრიუსელის მცდელობას, შეინარჩუნოს გავლენის ბერკეტები რეგიონში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კავშირების თვალსაზრისით ევროპასა და აზიას შორის“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკავშირის მოახლოებულ მინისტერიალზე.
ექსპერტი წერს, რომ საქართველოს საკითხის განხილვა მაშინ, როცა ევროკავშირი ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ კრიზისს აწყდება, წარმოუდგენელია.
„ევროკავშირის 16 მარტის საგარეო საქმეთა მინისტერიალის მიერ „საქართველოს საკითხის“ განხილვა მართლაც გარკვეულ პარადოქსს თუ არა, პოლიტიკურ შიზოფრენიას წააგავს. თუ მთლიანად ევროპის დღის წესრიგს შევხედავთ, დღეს ევროკავშირი ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ კრიზისს აწყდება: ომი უკრაინაში, არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში, მიგრაციული კრიზისი ხმელთაშუა ზღვაში, ეკონომიკური სტაგნაცია ევროკავშირის წამყვან ეკონომიკებში, ენერგეტიკული კატასტროფა, ბალკანეთზე მზარდი კრიზისი და თავად კავშირის შიგნით პოლიტიკური ფრაგმენტაციის ზრდა. ამ ფონზე ქვეყნის საკითხის განხილვა, რომლის მოსახლეობა 4 მილიონიც არაა, რომელიც ევროკავშირის წევრი არაა და ევროპული უსაფრთხოებისთვის არანაირ პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მართლაც აჩენს კითხვებს ბრიუსელის დიპლომატიის პრიორიტეტებთან და მის პოლიტიკურ-ფსიქიატრიულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თუმცა მაინც ჩავწვდეთ ბრიუსელის ლოგიკას, რომელშიც საქართველოს თემა რამდენიმე კონკრეტული მიზეზით შეიძლება გაჩენილიყო.
პირველ რიგში, საუბარია პოლიტიკურ დაპირისპირებაზე ევროკავშირის ინსტიტუტებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის - არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის, „ეფშტეინის ცივილიზაციისაგან“ საკუთარი თაობების დაცვის, მედიისა და პოლიტიკური სისტემის შესახებ მიღებული კანონების გარშემო. ევროკომისია და ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯები საქართველოს „აშორებს იმ სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირთან დაახლოებისა და ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებისთვის“. რეალურად კი მათ აშინებთ „ქართული პრეცედენტი“, როდესაც კანდიდატი, ან პოტენციური კანდიდატი ქვეყანა აშკარად ატარებს სუვერენულ პოლიტიკას, რომელიც არ ემთხვევა ბრიუსელის პოლიტიკურ ხაზს და ბევრი ევროპული პარტიისთვის საშიშ და მისაბაძ მაგალითად იქცევა.
არსებობს კიდევ უფრო პრაგმატული, გეოპოლიტიკური მოსაზრება - სამხრეთ კავკასიამ ბოლო წლებში მკვეთრად გაზარდა თავისი მნიშვნელობა ენერგეტიკული მარშრუტებისა და სატრანსპორტო კორიდორების გამო, რომლებიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. საქართველოს ტერიტორიაზე გადის „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი ელემენტები (რკინიგზები, მილსადენები და სატრანსპორტო მარშრუტები, ცოფრულ-ტექნოლოგიური ხაზები), რომლებიც ევროკავშირს კასპიის რეგიონთან და ჩინეთთან აკავშირებს. ამიტომ ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს პოლიტიკური გავლენა თბილისზე, მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობები რთულდება. მინისტრების დონეზე განხილვა სწორედ ასეთი სიგნალია: ევროკავშირს სურს, გააგრძელოს მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკური კურსის ფორმირებაში. თუ ამ პროცესს უფრო რეალისტური, პრაგმატული, სახელმწიფოზე ორიენტირებული თვალსაზრისით შევხედავთ - აქ შეიძლება დავინახოთ დიდი პოლიტიკის კლასიკური ლოგიკა. ევროპული დიპლომატია იშვიათად მოქმედებს მხოლოდ მორალური, ან სამართლებრივი არგუმენტებით - უფრო ხშირად საქმე ეხება პოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პროცესებზე გავლენის შენარჩუნებას. ამიტომ შესაძლოა, საქართველოს განხილვა ორშაბათს არა იმდენად „საქართველოს კრიზისს“ ეხებოდეს, რამდენადაც ბრიუსელის მცდელობას, შეინარჩუნოს გავლენის ბერკეტები რეგიონში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კავშირების თვალსაზრისით ევროპასა და აზიას შორის. აქედან გამომდინარე, დავაკვირდეთ, დაველოდოთ - თუმცა გადაჭარბებული ოპტიმიზმის გარეშე. კი ბატონო, აშკარა ანტიქართულმა ვექტორმა ძალა დაკარგა, თუმცა მაინც მრავალი ევროპელი პოლიტიკოსის თვალში საქართველოს განხილვა წარმოადგენს პოლიტიკური ზეწოლის მორიგ ინსტრუმენტს და უკმაყოფილების სიგნალს. მაგრამ პარადოქსი ზუსტად ისაა, რომ რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში, მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა. სწორედ ამიტომ მსგავსი „მინისტერიალური განხილვები“ ხშირად მთავრდება არაფრისმომცემი დეკლარაციებითა და სამარცხვინო განცხადებებით - ხოლო პრაქტიკულ და რადიკალურ გადაწყვეტილებებამდე იშვიათად მიდის. ეშინიათ ჩვენი - ამასაც მოვესწარით“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1773494603
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს. 15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-2...
1773492119
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელსაც აქვს საინტერესო, ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, - განაცხადა აჭარის მთავრობის თა...
1773490582
საზოგადოებაირაკლი კობახიძე „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად „ოცნების ქალაქის“ სამშენე...
1773489112
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გრძელდება „ოცნების ქალაქის“ პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს
გრძელდება „ოცნების ქალაქის“ პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს - ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და ეს...
1773486677
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი, თუ ნინო ლომჯარია
„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ის ძირითადი არგუმენტები მოიყვანა, რომლებიც საქართველოს პოტენციალს მის გარშემო მიმდინარე ტურბულენტობის პირობებში გა...






























