გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას დააბრალებენ და ხან რას - გახსოვთ ტაივანელი ქალბატონის, „თინა ტაივანელის" განცხადებები
ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რადიკალებს, რომლებმაც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ რა განცხადებები გააკეთეს - ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას დააბრალებენ და ხან - რას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა, „იმედის" ეთერში.
მან თინა ხიდაშელს „თინა ტაივანელი“ უწოდა და გაიხსენა მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებებიც.
სოსიაშვილის განმარტებით, რადიკალების პატრონების ინტერესშია, როგორღაც ჟანგბადი მიაწოდონ ე.წ. ოპოზიციას, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება, ვინაიდან, ქართველ ხალხს ვეღარ ატყუებენ.
"გახსოვთ ტაივანელი ქალბატონის, "თინა ტაივანელის" განცხადებები და რადიკალთა დაჯგუფების წარმომადგენელთა მსგავსი განცხადებები. ამჯერად, მათი პატრონების სურვილია, როგორღაც, ჟანგბადი მისცენ ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ ე.წ. ოპოზიციას, რადიკალებს აღარ ესინჯებათ პულსი, ხალხმა ნათლად დაინახა ყველაფერი, ქართველ ხალხს ვეღარ მოატყუებენ. ეს ეყიდებოდათ ორიოდე ათეული წლის წინ, როდესაც ბევრი რაღაცით ხდებოდა შეფუთვა და ვითომ ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებდნენ, სინამდვილეში სულ სხვა რამე ამოძრავებდათ.
ბუნებრივია, თავიანთი აგენტურის აღდგენა უნდათ - თავიანთი აგენტურის დასაფინანსებლად, ისინი ძალიან დიდ ფულს ხარჯავდნენ, ძალიან დიდი ფული შემოდიოდა და ამ ფულის ნაწილი, ისევ უკან უბრუნდებოდათ. ასეთი ჯაჭვი იყო აგებული, ფულის შოვნის ერთგვარი სქემები და ცხადია, როგორც კი გამჭვირვალობის კანონმა ეს გამოააშკარავა, მთელი ეს აგენტურული სისტემა ჩამოეშალათ თავზე. ახლა უნდათ, საქართველოში როგორღაც გადაარჩინონ თავიანთი აგენტურული ძალის წარმომადგენლები, რომ იქნებ რამე გამოუვიდეთ - ხან "მოსკოვის მექანიზმის" ჩართვით, რომელიც ყველა მანდატს გასცდა, რა მექანიზმზეა საუბარი, ან ეს მექანიზმი რატომ მაშინ არ გაახსენდათ, როდესაც მათი აგენტურა მართავდა ქვეყანას და უამრავი უდანაშაულო ადამიანი სცოცხელს გამოასალმეს, წამებით ამოხადეს სული ადამიანებს და ათიათასობით ოჯახი გააუბედურეს. სად იყო მაშინ "მოსკოვის მექანიზმი", რატომ არ ახსენდებოდათ, საინტერესოა“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
1773492119
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელსაც აქვს საინტერესო, ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, - განაცხადა აჭარის მთავრობის თა...
1773490582
საზოგადოებაირაკლი კობახიძე „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად „ოცნების ქალაქის“ სამშენე...
1773489112
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გრძელდება „ოცნების ქალაქის“ პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს
გრძელდება „ოცნების ქალაქის“ პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს - ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და ეს...
1773486677
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი, თუ ნინო ლომჯარია
„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ის ძირითადი არგუმენტები მოიყვანა, რომლებიც საქართველოს პოტენციალს მის გარშემო მიმდინარე ტურბულენტობის პირობებში გა...
1773486588
ახალი ამბებიპრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...






























