მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია ეხებოდა პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობასაც, როცა ეძებთ პასუხისმგებლებს, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს თავის წილ პასუხისმგებლობას

ცხრა ნაბიჯის კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის ასევე ეხებოდა საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობას, მასში საუბარი იყო არჩევნებზე, შესაბამისად, როდესაც ეძებთ ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე პასუხისმგებლებს, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს თავის წილ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპრეტაციისას განაცხადა, რომ არჩევნების არაღიარების უსაფუძვლო პოლიტიკით და ოპოზიციის მიერ დემოკრატიულ პროცესზე უარის თქმით, საფუძველი მიეცა ევროპულ ბიუროკრატიას, ესაუბრა ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლაზე.

„სწორედ ამის გამო, მაგალითად ქალბატონმა კაია კალასმა 2025 წლის 20 ოქტომბერს საქართველო არ მიიწვია დაკავშირებადობის შესახებ მინისტერიალზე, სადაც მიწვეული იყო ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფო, მიწვეულები იყვნენ აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. სწორედ „დემოკრატიული უკუსვლა“ იყო საქართველოს ამ შემადგენლობაში არყოფნის მიზეზი, რაც ღიმილის მომგვრელია.

პარადოქსულია მიდგომა, როცა ქვეყანა, რომელიც დღეს ევროკავშირისთვის არის მთავარი ქვეყანა დაკავშირებადობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, როცა ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, არ იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776415403

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული შესაძლებლობები

მსოფლიოში ომები გვაქვს, გლობალური ლანდშაფტი გეოპოლიტიკური დაძაბულობითაა განპირობებული, კონფლიქტები ყველაფერს აზარალებს: სავაჭრო მარშრუტებს, ენერგეტიკას, ტრანსპორტს და ეკონომიკურ სტაბილურობას, - ამის შ...

პრემიერი კობახიძე

1776413287

ახალი ამბები

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: მოვუწოდებთ საზოგადოებას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, არ აჰყვნენ დეზინფორმაციულ კამპანიას და შეფასებები გააკეთონ მხოლოდ ფაქტებსა და დადასტურებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მისამართით გავრცელდა არაერთი ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში უარყოფითი განწყობის გაღვივება და უწყების წინააღმდე...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

1776412171

საზოგადოება

მომსახურების სააგენტო: ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი

ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდე...

მომსახურების სააგენტო

1776411382

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი,...

ნიკოლოზ სამხარაძე

1776409399

მსოფლიო

ტრამპმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ახლა აშშ-ს მთელი ყურადღება ირანზე აქვს გადატანილი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში საქმეები წინ მიიწევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ამერიკას მთელი ყურადღება ირანზე აქვს გადატანილი. „უკრაინაში საქმე წინ მიიწევს....

დონალდ ტრამპი