მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა

2026 წლის 23 თებერვალს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოლკერ ტურკთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საჭიროებას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გაეროს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების საკითხზე. ასევე, ხაზი გაუსვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) და სხვა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე კვლავ წარადგენს რეზოლუციას - „თანამშრომლობა საქართველოსთან“.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საკითხზე თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771915208

ახალი ამბები

გიორგი ცაგარეიშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე: ვფიქრობთ, გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯია გადადგმული, უნდა ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებს საქართველოში, რა პროფესიებია დეფიციტური, სად გვჭირდება ხალხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებას, რითაც დაწესდა განსხვავებული თამაშის წესები იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო ამ სფეროში, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნი...

გიორგი ცაგარეიშვილი

1771913370

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

2026 წლის 23 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მ...

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

1771913056

ახალი ამბები

ქეთევან მიქიაშვილი: მაგდა მამუკაშვილი არ თმობს ერთ-ერთი ყველაზე გაიძვერა აქტივისტის სტატუსს, ერთხელ დააჯარიმეს და ტირილი დაიწყო ფული ამიგროვეთო, მეორედ, მანქანა დაუყადაღეს და ისევ ტირილი დაიწყო - ესენიც უგროვებენ ამ ფულს, თავად ყველაფრიდან სუფთად გამოდის

არქეოლოგი ქეთევან მიქიაშვილი ოპოზიციის აქტივისტ მაგდა მამუკაშვილის ფეისბუკ სტატუსის ე.წ სქრინს აქვეყნებს, რომელიც ნიკა გვარამიას „ტვ პირველში“ სტუმრობას და მომდევნო არჩევნებისთვის მზადებაზე მის განცხა...

ქეთევან ტურიაშვილი

1771911880

ახალი ამბები

გია ვოლსკი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე: იჩაგრებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, რაც უნდა იყოს აღკვეთილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გამოეხმაურა მთავრობის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, 1-ელი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტ...

 გია ვოლსკი

1771911083

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: სოციალურად დაუცველთა ბაზას სჭირდება განახლება და გადამოწმება - პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული

სოციალურად დაუცველთა ბაზაში ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასა და სიღარიბის შემცირების პარალელურ ტენდენციებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განმარტ...

დიმიტრი ხუნდაძე