მიხეილ სარჯველაძე: სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი. ეს არის სწორი გადაწყვეტილება და გაბედული ნაბიჯი, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური გამბედაობაც და პოლიტიკური ნებაც
ყველა ეთანხმება იმას, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი. ეს არის სწორი გადაწყვეტილება და გაბედული ნაბიჯი, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური გამბედაობაც და პოლიტიკური ნებაც. ის რაც სწორია, უნდა გაკეთებულიყო და მუდმივად პოლიტიკური სპეკულაციების მძევალი არ უნდა ვყოფილიყავით, მაგალითად, რა მოჰყვებოდა რომელიმე ოჯახის ინდივიდუალურ შეფასებას“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ასეთ საკითხებზე მსჯელობისას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროფესიონალური შეფასებები პოლიტიკური ოპონენტებისგან.
მინისტრის განცხადებით, მანიპულაციური ინტერპრეტაციაა, როდესაც ოპონენტები საქსტატის კონკრეტულ მონაცემებს იმოწმებენ და არაფერს ამბობენ იმავე წყაროს სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც, თუ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ს აღემატებოდა, დღეს ის 9,4%-ია.
„ეს ხომ მნიშვნელოვანი დინამიკაა? არასდროს ასეთი ტემპი არ ჰქონია ქვეყანას, რომ ასე ვითარდებოდეს და ასე მცირდებოდეს სიღარიბე. ეს არის რეალობა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დახმარების სახით გაცემული ყოველი თეთრი ეფექტიანად უნდა ხმარდებოდეს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.
1771872248
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები - მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა
ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები, მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. „ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალი...
1771869082
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს პარლამენტის წევრებს ვაშინგტონში ექნებათ შესაძლებლობა, გამართონ არაერთი შეხვედრა, ისაუბრონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე
საქართველოს პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, ვაშინგტონში არაერთი შეხვედრა გამართონ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. „გარკვეული დროა გასული მას შემდეგ, რაც...
1771868181
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან
ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს მ...
1771866472
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: სწორს იძახის ირაკლი კობახიძე, რომ 2008 წელი, რუსების წინასწარ განზრახული, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო და ამას თავისი მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით შეუწყო ხელი სააკაშვილმა
„დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ ფბ-ზე ირაკლი კობახიძის კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს და არიან ბედნიერები ამით, - წერს გიორგი გამსახურდია ოპოზიციის შესახებ. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი სწო...
1771865381
მსოფლიოკალასი: გვქონდა დისკუსია უცხოური გავლენებით მანიპულირებასა და ჩარევაზე - ამ ბრძოლის მოგებას ფარი და ხმალი სჭირდება, ჩვენ უკვე ვაშენებთ „დემოკრატიის ფარს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო ჩარევებისა და დეზინფორმაციის საფრთხეებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თანამედროვე კონფლი...



























