მიხეილ სარჯველაძე: საქსტატის მონაცემებით სიღარიბე კლებულობს, თუმცა სოციალურად დაუცველების ბაზა გაიზარდა, რაც პანდემიის დროს მორატორიუმის გამოცხადებას უკავშირდება
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქსტატის მონაცემებით სიღარიბე კლებულობს და ეს საკმაოდ მაღალი ტემპით ხდება, თუმცა სოციალურად დაუცველების ბაზა გაიზარდა, რაც პანდემიის დროს მორატორიუმის გამოცხადებასა და ადმინისტრირების პრობლემას უკავშირდება.
როგორც მინისტრმა "დებატების" ეთერში განმარტა, სოციალური სამართლიანობისთვის საჭიროა მეტი რესურსი ჩაიდოს მეტი ეფექტის მოსატანად, რათა თითოეული თეთრის დანახარჯი ემსახურებოდეს იმ მიზანს, რასაც ჰქვია ხალხის ხელშეწყობა სიღარიბის დასაძლევად.
„საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით იყო მოცემულობა, რომ სიღარიბე კლებულობს და ეს საკმაოდ მაღალი ტემპით ხდება. 2012 წლიდან პროცენტი იყო 30-ზე მეტი და ჩამოვიდა 9.4%-ზე. მუდმივად კლებულობს პანდემიის მიუხედავად. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ერთი მაჩვენებელია. მეორე მაჩვენებლით, სოცდაუცველების ბაზებში დინამიკა იყო აღმავალი, ეს პრობლემატურია, რადგან აბსოლუტურად ასიმეტრიულად მიდიოდა ეს რიცხვები. ამაზე ვთქვი ზუსტად, რომ თუ აქ ვინმე მოიხმობს რიცხვს, რომ თუ სიღარიბე კლებულობს, მაშინ სოცდაუცველების ბაზა რატომ იზრდება, ზუსტად ამიტომ - ახსნა იყო, რომ პრობლემაა ადმინისტრირების, მათ შორის, თავის დროზე მორატორიუმის მიღებით და ბევრი სხვა ფაქტორით.
ამიტომაც ვამბობთ, რომ სოციალური სამართლიანობისთვის, რაც შეიძლება მეტი რესურსი ჩაიდოს მეტი ეფექტის მოსატანად, რომ თითოეული დანახარჯი, თითოეული თეთრის დანახარჯი უნდა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რასაც ჰქვია ამ ხალხის ხელშეწყობა, რომ დაძლიონ სიღარიბე. დღემდე რომ ეს ეფექტურად მუშაობს ეს არის ფაქტი. ამ დანახარჯების ზრდასთან ერთად, პირდაპირ პროპორციულად, ქვემოთ ეშვება უმუშევრობის და სიღარიბის დონეც. აქვე უნდა ვთქვათ, რომ თუ კვალიფიციურად შევხედავთ რიცხვებს, თუ გავითვალისწინებთ რამდენი ოჯახით გაიზარდა ბოლო 5 წლის განმავლობაში ოჯახების რაოდენობა, მივხვდებით, რომ არჩევნებთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ეს უბრალოდ მტკნარი ტყუილია, ან მტკნარი ეპატაჟურობაა, რომელსაც აქ სამწუხაროდ ვისმენთ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ის თემა, რომელზედაც უნდა ვრცელდებოდეს", - განაცხადა სარჯველაძემ.
1771872248
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები - მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა
ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები, მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. „ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალი...
1771869082
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს პარლამენტის წევრებს ვაშინგტონში ექნებათ შესაძლებლობა, გამართონ არაერთი შეხვედრა, ისაუბრონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე
საქართველოს პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, ვაშინგტონში არაერთი შეხვედრა გამართონ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. „გარკვეული დროა გასული მას შემდეგ, რაც...
1771868181
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან
ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს მ...
1771866472
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: სწორს იძახის ირაკლი კობახიძე, რომ 2008 წელი, რუსების წინასწარ განზრახული, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო და ამას თავისი მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით შეუწყო ხელი სააკაშვილმა
„დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ ფბ-ზე ირაკლი კობახიძის კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს და არიან ბედნიერები ამით, - წერს გიორგი გამსახურდია ოპოზიციის შესახებ. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი სწო...
1771865381
მსოფლიოკალასი: გვქონდა დისკუსია უცხოური გავლენებით მანიპულირებასა და ჩარევაზე - ამ ბრძოლის მოგებას ფარი და ხმალი სჭირდება, ჩვენ უკვე ვაშენებთ „დემოკრატიის ფარს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო ჩარევებისა და დეზინფორმაციის საფრთხეებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თანამედროვე კონფლი...



























