მიხეილ სარჯველაძე სოციალურ მუშაკებზე: გაცილებით მეტი მინდა იყოს საჯარო მოხელის ანაზღაურება, გულწრფელად ვაფასებ მათ შრომას, იმედი მაქვს, რომ ხელფასის მატების ტენდენცია შენარჩუნდება
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სოციალური აგენტების ხელფასთან დაკავშირებით ზრდის ტენდენცია არის, თუმცა მას სურს, რომ საჯარო მოხელის ანაზღაურება ბუფრო მეტი და მეტი იყოს, რადგან მათი საქმიანობა ძალიან დასაფასებელია.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ "დებატების" ეთერში ჯანდაცვის ექსპერტის ანდრია ურუშაძის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ხელფასების მატება დამოკიდებულია ეკონომიკურ ზრდაზე და მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით მზარდი ტენდენცია გაგრძელდება.
ანდრია ურუშაძე დაინტერესდა, იგეგმება თუ არა სოციალური აგენტებისთვის სახელფასო ზრდა ან მათთვის სამსახურეობრივი მანქანების გამოყოფა.
"სოც.აგენტების ხელფასთან დაკავშირებით ვიტყვი, იცით როგორია ამ მიმართულებით პოლიტიკა ზრდასთან დაკავშირებით და ტენდენცია არიას. მე ყოველთვის გაცილებით მეტი და მეტი მინდა იყოს საჯარო მოხელის ანაზღაურება, რადგან მართლა გულწრფელად ვაფასებ იმ ხალხის შრომას. ვაფასებ, რომ ხაზი გაუსვით ამას და სულერთია როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება. ფაქტია, რომ ყველა ვინც აფასებს კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის საქმეს, ყველა ამ განცხადებას მე ვეთანხმები და მივესალმები. მაგრამ, რაც შეეხება ხელფასის მატებას, ამ დრომდეც იყო ხელფასის მატების ტენდენცია, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალურადაც შენარჩუნდება იმაზე დაყრდნობით, რასაც ჰქვია ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ეს მართლა ასეა, პირდაპირპროპორციულად აისახება მზარდი სახელფასო პოლიტიკა, რომელიც არსებობს და საბედნიეროდ, ამის შესაძლებლობას აჩენს და რეალურად ქმნის ის ეკონომიკური ზრდა და წარმატება, რომელიც ქვეყანას აქვს. თქვენ ბრძანეთ და არ შემიძლია ამას არ დავარქვა პოპულიზმი, ერთ კონტექსტში აღნიშნავთ მინისტრის სამსახურში მდგარ მანქანას და სოც აგენტისთვის ამის მიცემას. 180-ზე მეტია სოცაგენტი, რომელიც მუშაობს ამ თემაზე. დღეს მე ჩემი მანქანა რომ სოცაგენტს დავუთმო და ამით იაროს, არსებითად რამე შეიცვლება? რეალურად ეს არის უბრალო პოპულიზმი, ამას სხვა არაფერი ჰქვია", - განაცხადა მინისტრმა.
1771872248
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები - მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა
ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები, მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. „ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალი...
1771869082
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს პარლამენტის წევრებს ვაშინგტონში ექნებათ შესაძლებლობა, გამართონ არაერთი შეხვედრა, ისაუბრონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე
საქართველოს პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, ვაშინგტონში არაერთი შეხვედრა გამართონ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. „გარკვეული დროა გასული მას შემდეგ, რაც...
1771868181
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან
ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს მ...
1771866472
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: სწორს იძახის ირაკლი კობახიძე, რომ 2008 წელი, რუსების წინასწარ განზრახული, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო და ამას თავისი მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით შეუწყო ხელი სააკაშვილმა
„დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ ფბ-ზე ირაკლი კობახიძის კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს და არიან ბედნიერები ამით, - წერს გიორგი გამსახურდია ოპოზიციის შესახებ. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი სწო...
1771865381
მსოფლიოკალასი: გვქონდა დისკუსია უცხოური გავლენებით მანიპულირებასა და ჩარევაზე - ამ ბრძოლის მოგებას ფარი და ხმალი სჭირდება, ჩვენ უკვე ვაშენებთ „დემოკრატიის ფარს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო ჩარევებისა და დეზინფორმაციის საფრთხეებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თანამედროვე კონფლი...



























