მიხეილ დუნდუა: როცა შენი მოწინააღმდეგე კვლევით აჩვენებს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა კეთილდღეობის ინდექსით, ეს მეტყველებს, რომ ხელისუფლება სწორად მართავს ქვეყანას

როდესაც შენი დაუძინებელი მოწინააღმდეგე, რომელიც მთელი ცილისმწამებლური კამპანიით შენს წინააღმდეგ იბრძვის, კვლევით აჩვენებს, რომ საქართველო არის პირველ ადგილზე კეთილდღეობის ინდექსით ამ ხელისუფლების პირობებში, ეს ბუნებრივია მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორად ვითარდება და სწორად მართავს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ "დებატების" ეთერში განაცხადა.

დუნდუას თქმით, ამ ხელისუფლების ერთ-ერთმა ყველაზე მოწინააღმდეგე ძალის, ატლანტიკის საბჭოს კვლევის თანახმად, 2012 წლის შემდგომ, კეთილდღეობის ინდექსით საქართველო პირველ ადგილზეა.

"ბევრი მონაცემები მოვიყვანეთ, არა ჩვენი ეროვნული სტატისტიკის მონაცემები, არამედ მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომელიც დაიწუნეს და არ ვიცი რატომ. იქ ნაჩვენებია დიდი პროგრესი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით, მაგრამ ყველაზე მეტად ალა ის სტატისტიკა მინდა მოვიხმო, რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთმა ყველაზე მოწინააღმდეგე ძალამ - ატლანტიკის საბჭომ გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის მესვეურები ჩვენს ხელისუფლებას თავს ესხმის უსამართლოდ და ცილისმწამებლური კამპანიებით, მაგრამ როდესაც კვლევა დადეს და კეთილდღეობის ინდექსი გამოიანგარიშეს, საქართველო მათი კვლევის მიხედვით შევიდა 50 საუკეთესო ქვეყანას შორის. უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ ჯამში 5 სახელმწიფოს - თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და ევროკავშირის წევრ ბულგარეთს. 2012 წლის შემდგომ, რომელ ადგილზე კეთილდღეობის მაჩვენებლის ინდექსით საქართველო მათი შეფასებით? პირველ ადგილზეა. როდესაც შენი დაუძინებელი მოწინააღმდეგე, რომელიც მთელი ცილისმწამებლური კამპანიით შენს წინააღმდეგ იბრძვის, კვლევით აჩვენებს, რომ საქართველო არის პირველ ადგილზე კეთილდღეობის ინდექსით ამ ხელისუფლების პირობებში, ეს ბუნებრივი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორად ვითარდება და სწორად მართავს ქვეყანას", - განაცხადა დუნდუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771872248

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები - მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა

ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები, მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. „ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალი...

მაკა ბოჭორიშვილი:

1771869082

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს პარლამენტის წევრებს ვაშინგტონში ექნებათ შესაძლებლობა, გამართონ არაერთი შეხვედრა, ისაუბრონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე

საქართველოს პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, ვაშინგტონში არაერთი შეხვედრა გამართონ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. „გარკვეული დროა გასული მას შემდეგ, რაც...

მაკა ბოჭორიშვილი

1771868181

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს მ...

მაკა ბოჭორიშვილი

1771866472

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია: სწორს იძახის ირაკლი კობახიძე, რომ 2008 წელი, რუსების წინასწარ განზრახული, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო და ამას თავისი მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით შეუწყო ხელი სააკაშვილმა

„დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ ფბ-ზე ირაკლი კობახიძის კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს და არიან ბედნიერები ამით, - წერს გიორგი გამსახურდია ოპოზიციის შესახებ. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი სწო...

გიორგი გამსახურდია

1771865381

მსოფლიო

კალასი: გვქონდა დისკუსია უცხოური გავლენებით მანიპულირებასა და ჩარევაზე - ამ ბრძოლის მოგებას ფარი და ხმალი სჭირდება, ჩვენ უკვე ვაშენებთ „დემოკრატიის ფარს“

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო ჩარევებისა და დეზინფორმაციის საფრთხეებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თანამედროვე კონფლი...

კაია კალასი