მაკა ბოჭორიშვილი: განსაკუთრებული ძალისხმევა დაიხარჯა ევროპელ პარტნიორებთან იმ მიმართულებით, რომ საქართველო გარიყულიყო როგორც ევროპული, ისე ამერიკული დღის წესრიგიდან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დინამიკასა და მიმდინარე გამოწვევებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონში უკვე გაიმართა განხილვები საქართველოსთან დაკავშირებით და იგეგმება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზნით.
„მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უკვე იყო საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტში და იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, იმისათვის, რომ გადაიხედოს ის მდგომარეობა და ის მემკვიდრეობა, რაც დღეს არის საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულმა მიზანმიმართულმა კამპანიებმა ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებაზე გარკვეული გავლენა იქონია, რაც პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების დინამიკაზეც აისახა.
„ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი გულუბრყვილო, რომ ვიფიქროთ, თითქოს ის ძალისხმევა, რაც დაიხარჯა საქართველოს დისკრედიტაციაზე, უშედეგო იყო. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა გარკვეული შედეგები. ჩვენ ვხედავთ ურთიერთობების გაციებას ჩვენს პარტნიორებთან, რაც სწორედ ამ ძალების ძალისხმევის შედეგია. განსაკუთრებული ძალისხმევა დაიხარჯა ევროპელ პარტნიორებთან იმ მიმართულებით, რომ საქართველო გარიყულიყო როგორც ევროპული, ისე ამერიკული დღის წესრიგიდან“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1771174363
ახალი ამბებინია გიუნაშვილი: ყველა რეგულაცია, რომელიც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, უნდა მოიაზრებდეს ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირებასაც
„ჰაერის დაბინძურება გახლავთ დაკავშირებული ყველაზე უფრო მსხვილ დაავადებებთან, ყველაზე მსხვილ მკვლელებთან, ეს არის - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, სიმსივნეები და დიაბეტი, რომე...
1771173866
ახალი ამბებიმარკო რუბიო: აშშ არ აყენებს ეჭვქვეშ ევროპული ქვეყნების დასკვნებს ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის თაობაზე
აშშ შემაშფოთებელ ცნობად მიიჩნევს ხუთი ევროპული ქვეყნის განცხადებას რუსეთის კოლონიაში ალექსეი ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომბრატისლავაშ...
1771171458
მსოფლიომარკო რუბიო: შეერთებულ შტატებს ნატოდან გასვლის გეგმები არ აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ნატოდან გასვლის გეგმები არ აქვს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარების ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაყვანის შემთხვევები ყოველთვის იყო...
1771169110
ახალი ამბებისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სამაშველო ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ - მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „გვსურს მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებებ...
1771168373
ახალი ამბებიმეუფე შიო: გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მივუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში
„ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული: მართალი სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ადამიანის შეხვედრისა ღმერთთან, ძველი აღთქმის - ახალ აღთქმასთან, ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწ...































