ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა, სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ

განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა. სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ, რათა მკურნალობის ხარჯი პაციენტისთვის ტვირთად არ იქცეს. 2025 წლიდან დავიწყეთ პირველადი ჯანდაცვის პრევენციაზე გათვლილი გარდაქმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოდუას ახალი ქირურგიული კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, მოქალაქეებმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება საკუთარ ქვეყანაში შეძლონ.

„ჩვენი მიზანია, თანმიმდევრული ნაბიჯებით შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც სახელმწიფო ხელმისაწვდომობას, ხოლო კერძო სექტორი - თანამედროვე ტექნოლოგიასა და სიმძლავრეებს უზრუნველყოფს, მოქალაქე კი საბოლოო ჯამში მიიღებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ჩვენს ქვეყანაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. განსაკუთრებული მადლობა კლინიკის ხელმძღვანელობას, მთლიანად სამედიცინო პერსონალს და ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტში. ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სექტორის განვითარებაში და მინდა, წარმატებები გისურვოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795614234

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას შსს ავრ...

პროკურატურა

1795613998

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაცი...

პროკურატურა

1795612609

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე და სწავლების ცენტრის დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

საარჩევნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების ჩართულობა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების შესაძლებლობები - ამ საკითხებს დაეთმო ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, გიო...

გიორგი კალანდარიშვილი

1795612104

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5919 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5922 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარის კურსი

1795611668

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს. ცვლილებების პაკეტი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, რომელთა მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლ...

საქართველოს პარლამენტ