მაკა ბოჭორიშვილი: უმაღლეს დონეზე ფასდება ურთიერთობები, რაც დღეს არსებობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის, ერთობლივად გამოიხატა მზაობა, გავაგრძელოთ მუშაობა ყაზახურ მხარესთან და მეტად წინ წავწიოთ პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირები

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთში განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს ვიზიტიც გამოიყენება იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე იყოს განხილული საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები.

„პრიორიტეტი არის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. პოზიტიურად, უმაღლეს დონეზე ფასდება ის ურთიერთობები, რაც დღეს არსებობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის, თუმცა ორივე მხარე ვთანხმდებით იმაზე, რომ არის პოტენციალი, შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით და ამ მიმართულებებით დღეს ერთობლივად გამოიხატა მზაობა იმისათვის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ყაზახურ მხარესთან და უფრო მეტად წინ წავწიოთ პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის. პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებადობის პროექტები, რაც უკავშირდება საქართველოს გავლით სხვადასხვა მიმართულებით პროექტების განხორციელებას. ამ თვალსაზრისით ყაზახეთისთვის საქართველო საინტერესო ქვეყანაა. მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა.

პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც გამოყენებული არის და იქნება იმისათვის, რომ სწორედ ამ საკითხებზე იყოს საუბარი ყაზახურ მხარესთან, თუ როგორ შეიძლება გავაღრმაოთ ურთიერთობები და უკეთ გამოვიყენოთ ის კავშირები, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს, რათა უკეთესად იყოს წარმოჩენილი საქართველო დაკავშირებადობის პროექტებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738832628

ახალი ამბები

ყაზახეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს: პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამსახურებული დანიშვნა მეტყველებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე ქვეყანაში

„საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას“, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენ...

ყაზახეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე

1738831254

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში

„პარლამენტში 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 სასოწარკვეთილი „ნაცი“, ვნახოთ, რას გააკეთებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ეს არის ზუსტად ის, რა...

შალვა პაპუაშვილი

1738830658

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე, - ამის შესახებ პრემ...

ირაკლი კობახიძე

1738828063

მსოფლიო

არგენტინა ტრანსგენდერი ბავშვებისთვის ჰორმონალურ თერაპიას კრძალავს

არგენტინაში არასრულწლოვანთა სქესის შეცვლა და ოპერაცია აიკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ მიიღო. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება. არგენტინის პრეზიდენტის...

ტრანსგენდერი

1738826675

ახალი ამბები

14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე 40 წლის კაცი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ინტერნეტსივრ...

დაკავება