გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, მათ შორის საქართველო, უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას შეუერთდნენ

გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, მათ შორის საქართველო, შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტი 23 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

განცხადების ხელმომწერებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და ღრმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ უკრაინის მასშტაბით მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მოქმედებების ესკალაციის გამო.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლის მარტიდან უკრაინა სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.

„მოვუწოდებთ რუსეთს, ბოლოს და ბოლოს, გააკეთოს იგივე, ეს აუცილებელი ნაბიჯია კონსტრუქციული დიპლომატიისა და მშვიდობისკენ მიმავალი მოლაპარაკებების გზაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებით რუსეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ყველა თვითნებურად დაკავებული, იძულებით გადაადგილებული ან დეპორტირებული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის, განსაკუთრებით ბავშვების, უკრაინაში დაბრუნება. ასევე, ყველა სამხედრო ტყვის დაბრუნება.

„უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის. ჩვენ მშვიდობისკენ ვისწრაფვით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და კონსტრუქციულად ჩაერთოს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევ მოლაპარაკებებში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ.

განცხადების ხელმომწერ ქვეყნებს შორის არ არის ამერიკის შეერთებული შტატები.

განცხადების მხარდამჭერი ქვეყნები არიან: უკრაინა, ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, კოსტა-რიკა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790256392

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა, ჩვენგან ადეკვატური და არგუმენტირებული პასუხები მოისმინეს

„ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შეხ...

 დავით მათიკაშვილი

1790255446

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია – „თავს იდეალურად ვგრძნობ, გვაქვს ამბიცია, რომ ამ ჯგუფში წარმატებით ვითამაშოთ“

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან „უეფას“ ერთა ლიგის შეხვედრის შესახებ „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში ისაუბრა. „ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია...

ხვიჩა კვარაცხელია

1790255095

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6218 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6229 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

იტალია

1790254603

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი – საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ

„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია. გრძელი და საქმიანი პროცესი იქნება, მაგრამ კარგია, რომ ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დ...

ლევან მახაშვილი

1790253770

ახალი ამბები

ქართველიშვილი: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, რომლებიც მთელ კაპიტალს ფლობენ რუსეთში, პარალელურად სანქცირებული რჩება მეცენატი და ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჭორაობის საფუძველზე დაასანქცირეს

„დღევანდელი, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლირებადი „სამართალი“ თუ გინდათ შიშველი ნახოთ - გუშინდელი ფაქტის მარტივი ანალიზიც კმარა: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუს...

დავით ქართველიშვილი