მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს მიერ ეუთოს თავმჯდომარეობაზე გაკეთებულ განაცხადზე ისაუბრა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს მიერ ეუთოს თავმჯდომარეობაზე გაკეთებულ განაცხადზე ისაუბრა.
„საქართველოს კანდიდატურა ნამდვილად წარდგენილი იქნა წლის დასაწყისში. ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ შვეიცარიის თავმჯდომარეობის პირობებში, მას შემდეგ, რაც გასული წლის მინისტერიალის ფარგლებში, ვერ იქნა კონსენსუსი მიღწეული კვიპროსის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
ჩვენ შარშან ბევრი ვიმსჯელეთ ამაზე, თუმცა ერთი კონკრეტული ქვეყნის, და ეს საიდუმლო არ არის, თურქეთის პოზიციის გამო, ვერ შედგა კონსენსუსი და შემდგომ უკვე წლის დასაწყისში საქართველომ განაცხადა სურვილი, რომ საქართველოს კანდიდატურა განხილულიყო ეუთოს თავმჯდომარეობაზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს კანდიდატურის წარდგენას ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და აღნიშნა, რომ კონსენსუსის მიღწევა საკმაოდ კომპლექსური პროცესია.
„ცოტა ხნის წინ, გამოჩნდა ქვეყნების ჯგუფი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ ეთანხმებოდნენ იმ გადაწყვეტილებას, სადაც მოცემულია საქართველოს თავმჯდომარეობა. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ 14 ქვეყნიდან რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა შემდგომ უკვე განაცხადა, რომ მათ არ აქვთ სურვილი გააგრძელონ, ასე ვთქვათ წინააღმდეგობის პოლიტიკა. მაგრამ ამ შემთხვევაში კონსენსუსი გულისხმობს ყველას დათანხმებას. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი პროცესი.
საქართველოსთან მიმართებით ალბათ ყველაზე მეტად, ვისი პოზიციაც შეიძლებოდა ყოფილიყო უარყოფითი, ჩვენ უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაზე ვსაუბრობთ, მოლოდინი იყო, რა თქმა უნდა, რომ ეს პოზიცია ექნებოდა რუსეთს და რუსეთი იქნებოდა წინააღმდეგი საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობის. თუმცა, ასე არ მოხდა, რუსეთს არ დაუფიქსირებია წინააღმდეგობრივი პოზიცია.
წინააღმდეგობრივ პოზიცია არ დაუფიქსირებია ამერიკის შეერთებულ შტატებს; ბევრ ქვეყანას, მათ შორის არც მეზობელ ქვეყნებს, არც უკრაინას, არც კანადას, ცენტრალური აზიის ქვეყნებს. მეზობელი ქვეყნების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებებიც გაჟღერდა. ეს არის პროცესი. ჩვენ გვექნება მსჯელობა ლუგანოში მინისტერიალის ფარგლებში“, - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის შერჩევის პროცესზეც.
„ამჟამინდელი თავმჯდომარეობის საქმეა დიდწილად იმუშაოს იმისათვის, რომ მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით იყოს გადაწყვეტილება მიღებული და შეკრას ერთგვარად კონსენსუსი რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, საქართველოში ვიზიტი განახორციელა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარის რანგში.
ჩვენ ამ თემებზე გვქონდა საუბარი, მათ საკმაოდ დიდი მუშაობა გასწიეს კონკრეტულ ქვეყნებთან საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან. ესეც უნდა ვთქვათ, ჩვენ პირდაპირი დიალოგი არ გვქონია რუსეთის ფედერაციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით და გარკვეული კომუნიკაცია სწორედ შვეიცარიის მხრიდან შედგა რუსულ მხარესთან.
გარკვეულ ქვეყნებთან იყო შვეიცარიის მუშაობა განხორციელებული და ახლაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ამჟამინდელი თავმჯდომარე ყველანაირ გზას ეძებს, რომ მომავალი წლის თავმჯდომარე იყოს შერჩეული. ეს არ არის მარტივი პროცესი. მათ არ აქვთ კონსენსუსი არცერთ იდეაზე, რაც გაჟღერდა ეუთოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით და რეალობა არის ასეთი: დღეს განსახილველად ასე ვთქვათ, მინისტერიალამდე კანდიდატურებს თუ შევხედავთ, არის კვლავ კვიპროსის კანდიდატურა და არის საქართველოს კანდიდატურა, ვისაც ოფიციალურად აქვს განაცხადი თავმჯდომარეობაზე.
მზადყოფნა შეიძლება ბევრი ქვეყნის მხრიდან იყოს. ყველა ქვეყანა შეიძლება მზად იყოს მომავალ წელს თავმჯდომარეობისთვის, თუმცა ასეთი სურვილი არავის გაუჟღერებია და განაცხადი ამ დრომდე არავის გაუკეთებია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1795637415
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის
თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქარ...
1795636558
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ვერანაირი სინანული ვერ დავინახეთ მათი მხრიდან იმ ამაზრზენ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაზედაც სასამართლოში განხილვები მიდის, ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, იმაზე უარესს დაატრიალებენ ვიდრე იმ 9 წლის განმავლობაში
ვერანაირი სინანული ვერ დავინახეთ მათი მხრიდან იმ ამაზრზენ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაზედაც სასამართლოში განხილვები მიდის. შესაბამისად, მათ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, იმაზე უარესს დ...
1795636009
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხე მხარეზე: უსუსურ მდგომარეობაში არიან, მათი პოზიციები ძალიან სუსტია, რაც უფრო მეტ საუბრობენ, კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი
რაც უფრო მეტ საუბრობენ [მოპასუხე მხარე], კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუ...
1795634938
საზოგადოებაგიორგი ზურაბაშვილი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ზუსტად ამ პრობლემების გადასაწყვეტად
საქართველოსა და რუსეთს შორის არის ძალიან რთული ურთიერთობები, რომელიც უკვე ათწლეულებია გრძელდება, საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ამ პრობლემების გადასაწყვეტად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ სა...
1795630668
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი: ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, ახლა სწორედ ამიტომ კადრულობს ყველაფერს, რადგან კომპრომეტირებული ფიგურაა
ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეიწყალა, - წერს სამოქალაქო აქტივისტი...

























