მამა ილიას საზოგადოების დახმარება სჭირდება – მისი მდგომარეობა დამძიმდა
ველისციხის და გურჯაანის ეპარქიის მღვდელმსახურს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მამა ილიას (ჩიკვაიძე) ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ გართულდა.
სასულიერო პირს, ორი კვირის განმავლობაში, თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.
მამა ილიას მკურნალობის გაგრძელება სჭირდება, რაც საზოგადოების დახმარების გარეშე ვეღარ ხერხდება.
ახლობლების ინფორმაციით, სასულიერო პირს სხვა დაავადებაც აქვს, რაც კორონავირუსის გამო, კიდევ უფრო პროგრესირებადი გახდა.
„ძალიან მძიმედ იყო და საავადმყოფოში გადაარჩინეს. ახლა სახლშია და მკურნალობის გაგრძელებაა საჭირო. საზოგადოების მხარში დგომა, უმნიშვნელოვანესია. მამა ილია ვაქცინირებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება აცრას და თავადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ვაქცინაციას აპირებს. იყო გარემოებები, რის გამოც, მან კოვიდის დადასტურებამდე, ეს ვერ შეძლო“,- ამბობენ მისი მეგობრები.
დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ, თიბისი ბანკის ანგარიშზე:
GE15TB7426345063600037
მიმღები: ნუგზარი ჩიკვაიძე
წყარო: megatv.ge
ასევე საინტერესოა:
🔵 შემზარავი ტრაგედია სენაკში - 12 წლის გოგომ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა
🔵 8 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 2.9480 ლარი ეღირება, ევრო კი - 3.3669
1791795942
საზოგადოებაკახა კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია
„საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, არასამართლიანობასა და სიცრუეზეა დაფუძნებული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთა...
1791795429
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო
„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...
1791794633
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს
„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...
1791793758
ახალი ამბები🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები
ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...
1791792836
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის
„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...


























