მამუკა მდინარაძე: ურთიერთობებს როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი - ქართული ინტერესების გათვალისწინება
ურთიერთობებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი, ქართული ინტერესების გათვალისწინებით და შემდეგ ყველაფერი შესაძლებელია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა მის ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„ქართული, ეროვნული, იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ ყველასთან სამეგობროდ ვართ მზად. ჩვენი დამოკიდებულება არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინა ხაზზე, წინა პლანზე დაყენება. მე თავად გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ სერიოზული შეხვედრა მქონდა, მათ შორის, არ არის დასამალი, პოლიტიკურ საკითხებსაც შევეხეთ ამ სერიოზულ შეხვედრაზე, იმიტომ, რომ დღეს არცერთი სპეცსამსახური და არცერთი ორგანიზაცია, თუ უწყება არ არსებობს, რომელსაც პოლიტიკა არ ეხება. ამ საკითხზე საუბრის დროსაც მე ამაზე გავამახვილე ყურადღება, რომ ჩვენ არ უნდა წაგვერთვას ტერიტორიული მთლიანობის აღდენის შანსი, ჩვენ ფიზიკური გადარჩენის პრობლემა არ უნდა გვქონდეს, ეკონომიკის ჩამოშლის პრობლემა არ უნდა გვქონდეს. ასეთ საკითხს არავინ უნდა აყენებდეს. ამის იქით ყველაფერზე შეიძლება საუბარი, თუ ქართული ეროვნული ინტერესები იქნება გათვალისწინებული ჩვენთან ურთიერთობის დროს და არ უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის რაოდენობაზე, ან ტერიტორიის სიმცირეზე აქცენტი და დაწოლა, რომ ჩვენ არ ვართ იმდენად ძლიერი ქვეყანა, რომ 100-მილიონიან ქვეყნებს, ან რამდენიმე ათეულ მილიონიან ქვეყნებს რაღაცაში შევეჯიბროთ, ან გავეჯიბროთ. ამიტომ საქართველო არ უნდა დაიჩაგროს. ამ შემთხვევაში, თუ ეს მოცემულობა იქნება მისაღები, ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელთანაც ვპარტნიორობთ და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ და ვაგრძელებთ ურთიერთობას, ყველაფერზე დაველაპარაკებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1782501060
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წა...
1782498424
მსოფლიოპეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია
ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...
1782496902
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება
2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...
1782495430
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ
„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...
1782494318
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...































