მარიამ ლაშხი: განათლება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ის არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა და პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია
განათლება, დღეს განსაკუთრებით, არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და ის არა მარტო ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველია, ასევე არის ინსტრუმენტი ჩვენი დემოგრაფიული კრიზისის დაძლევის და მათ შორის, არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან განათლების რეფორმაზე ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „იმის მაგივრად, ამ ისტორიული, ფუნდამენტური რეფორმის ნაწილი იყვნენ, ჯერ სიცრუეზე დაფუძნებულ კამპანიას აწარმოებდენ და ახლა უკვე ინტერპრეტირებებზეც გადავიდნენ“.
„ამ რეფორმას, პირველ რიგში, სისრულეში მოჰყავს ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული ის ძირითადი მუხლები, მათ შორის, 27-ე მუხლი, ასევე, თანასწორობის მე-11 მუხლი, ადამიანის ღირსების მე-8 მუხლი და განათლების რეფორმის 35-ე მუხლი. პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო.
აქაც იყო მანიპულაციები ჩვენი კოლეგების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს არის გადასახადების გადამხდელების მიერ შეგროვებული თანხა, რომელიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის, მშვიდობაზე და ღირსეულ მიმართულებებზე დაფუძნებით, შესაძლებლობა მოგვცა, რომ გვქონოდა ეკონომიკური ზრდა, რაც დადებითად აისახა ბიუჯეტზე და ამ ბიუჯეტმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ სწორედ ამ გადასახადების გადამხდელების ოჯახებისკენ მიმართულიყო ეს თანხა და ყოფილიყო უფასო სწავლა.
სწორედ მშობლების, ოჯახების ინტერესების დაცვისკენ არის ეს რეფორმა მიმართული იმისათვის, რომ ყველას, ნებისმიერ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში, მათი სოციალური მდგომარეობის მიუხედავად ჰქონდეთ უფასო განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ამით როგორც კონსტიტუციის, როგორც კონვენციის ძირითადი პრინციპები იყოს დაცული.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საუბარია სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და როდესაც სახელმწიფო ინტერესებზე არის საუბარი, პირველ რიგში, სახელმწიფო რესურსი უნდა იყოს მიმართული საჯარო სიკეთეში და ეს იქნება წინაპირობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სწავლა და სწავლება იქნება პრესტიჟული და არსებული სახელმწიფო რესურსი, რომელიც მიემართებოდა კერძო უნივერსიტეტებში და ბიზნესზე იყო მიმართული, იქნება მომართული იმისათვის, რომ საჯარო მიმართულებით სიკეთეს მოხმარდეს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
1765372197
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6995 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6996 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1765371929
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია BBC-ის ფილმზე: ეს უტიფარი ცილისწამება პასუხის გარეშე არ დარჩება
ჩვენ დასამტკიცებელი არაფერი არ გვაქვს - დამერწმუნეთ, პასუხის გარეშე არ დარჩება ეს უტიფარი ცილისწამება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირც...
1765371899
საზოგადოებაირაკლი კირცხალია „სამთავრობო ქალაქის“ აშენების გეგმაზე: თუ გადაწყდა, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა დააწვეს ბიუჯეტს
„სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე, ქუთაისში პარლამენტის გადატანის შესახებ, კომენტარისგან თავს შევიკავებ. რა დაჯდა და როგორ დაჯდა, ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თა...
1765368949
საზოგადოებაფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2026 წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 11 300 დოლარს გადააჭარბებს
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარადგინა. ძირითად პარამეტრებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის შენარჩუნებულია თავ...
1765368812
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ბიუჯეტის უპრეცედენტო ზრდა დამსახურებაა იმ სამშვიდობო, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნების“ გუნდი 2012 წლიდან ახორციელებს
„გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალიო ბიუჯეტი. წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი 3,8 მილიარდი ლარით არის გაზრდილი“, - განაცხადა მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ. როგორც მან აღნიშნა, 2...




























