მარიამ ლაშხი: ისტორიაში აუცილებლად შევალთ, როგორც რეფორმატორები, რომლებიც არ შეუშინდნენ არც ფსევდოლიბერალების ბულინგს და არც გამოწვევებს

ყველა ის ძირითადი მიმართულება, რაც რეფორმის ფარგლებშია, არის კარგად ნაფიქრი, კარგად გააზრებული, პროფესიონალების და ექსპერტების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომად, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ისინი ისტორიაში რეფორმატორების სახელით შევლენ, რომლებიც არ შეუშინდნენ გამოწვევებს და ფსევდოლიბერალების ბულინგს.

„არც ტელევიზიას ადევნებთ თვალს, არც საპარლამენტო პროცესში ხართ ჩართული იმისათვის, რომ თუნდაც გენახათ რექტორთა საბჭოები და არა ერთი შეხვედრები, რომლებიც სამინისტროს მხრიდან იყო წარმართული, ის კონსულტაციები, რომელსაც სამინისტრო მართავდა უშუალოდ რეფორმის შემუშავების პროცესში. ჩვენი გადაწყვეტილებით, ის, რომ რეფორმა იქნას წარმოდგენილი, კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს, ერთი მხრივ, ხალხზე, ხალხის სიკეთეზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას და გამბედაობას და ისტორიაში აუცილებლად შევალთ, როგორც რეფორმატორები, რომლებიც არ შეუშინდნენ არც ფსევდოლიბერალების ბულინგს და არც იმ გამოწვევებს, რასაც, სამწუხაროდ, დღეს თქვენ აწყდებით და ხართ ამ გავლენებში. საქართველოს და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში, სამწუხაროდ, თქვენ თქვენი წითელი ღილაკით შეხვედით და დაიმკვიდრეთ თქვენი ადგილი თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაში“, - მიმართა ლაშხმა ოპოზიციას.

დეპუტატმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ჩართულ თითოეულ მონაწილეს.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრს, რომლის გამბედაობის და ღირსეული მიდგომის საფუძვლად ჩვენ გვაქვს სწორედ ასეთი სახის რეფორმა. მადლობა ბატონ გივი მიქანაძეს, რომელმაც ჯერ კიდევ საპარლამენტო პერიოდში დაიწყო ამაზე მუშაობა და წინა მოწვევაში მივიღეთ ზოგადი განათლების ეროვნული გეგმა, რომელიც ერთგვარი კონსტიტუციაა ჩვენი რეფორმის, რომელსაც დაეფუძნა განათლების რეფორმა. მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ ზვიადს [გაბისონია], ბატონ დავითს და მთელს განათლების სამინისტროს გუნდს. ასევე, განათლების კომიტეტს და ყველა ჩემს კოლეგას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში.

დღეს ჩვენ შევალთ ისტორიაში, როგორც რეფორმატორები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავალზე და ვხედავთ მეორე მხარეს, ხალხი, რომელიც ამ რეფორმის, ჩვენი ქვეყნის, შვილების, მშობლების მომავლის წინააღმდეგ გადადგეს ნაბიჯი“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765372197

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6995 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6996 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარი გამყარდა

1765371929

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია BBC-ის ფილმზე: ეს უტიფარი ცილისწამება პასუხის გარეშე არ დარჩება

ჩვენ დასამტკიცებელი არაფერი არ გვაქვს - დამერწმუნეთ, პასუხის გარეშე არ დარჩება ეს უტიფარი ცილისწამება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირც...

ირაკლი კირცხალია

1765371899

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია „სამთავრობო ქალაქის“ აშენების გეგმაზე: თუ გადაწყდა, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა დააწვეს ბიუჯეტს

„სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე, ქუთაისში პარლამენტის გადატანის შესახებ, კომენტარისგან თავს შევიკავებ. რა დაჯდა და როგორ დაჯდა, ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თა...

ირაკლი კირცხალია

1765368949

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2026 წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 11 300 დოლარს გადააჭარბებს

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარადგინა. ძირითად პარამეტრებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის შენარჩუნებულია თავ...

ლაშა ხუციშვილი

1765368812

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ბიუჯეტის უპრეცედენტო ზრდა დამსახურებაა იმ სამშვიდობო, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნების“ გუნდი 2012 წლიდან ახორციელებს

„გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალიო ბიუჯეტი. წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი 3,8 მილიარდი ლარით არის გაზრდილი“, - განაცხადა მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ. როგორც მან აღნიშნა, 2...

ირაკლი კირცხალია