მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჩამოწერილი ჯარიმა სრულად უნდა მოხმარდეს ენერგოპროექტების განხორციელებას, რაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას დააჩქარებს
„ენერგეტიკული სექტორისთვის 1 მლრდ. ლარის ჩამოწერა სახელმწიფოს მხრიდან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ეს ინვესტორებს, მცირე, საშუალო და მსხვილ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, ენერგეტიკული პროექტები კიდევ უფრო სწრაფად განახორციელონ. გადაწყვეტილება პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ამით სახელმწიფო კერძო სექტორთან მიმართებით სრულიად ახალ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე გადადის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის თაობაზე სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი 1 მლრდ ლარის ოდენობის ჯარიმის დათქმით ჩამოწერასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში მონაწილეობს.
როგორც მინისტრმა განმარტა, ენერგეტიკის სექტორს საქართველოს ეკონომიკაში გამორჩეულად დიდი ღირებულება და მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, სახელმწიფო ცდილობს, მაქსიმალურად უზრუნველყოს ყველა იმ არსებული ბერკეტისა და შემაფერხებელი გარემოების აღმოფხვრა, რაც ენერგეტიკული პროექტების განხორციელების ტემპის დაჩქარებას განაპირობებს.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმის ჩამოწერა განსაზღვრული დათქმით ხდება.
„დათქმა ითვალისწინებს ინვესტორების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩამოწერილი ჯარიმის სრულად აღდგენას, ისევე, როგორც ახალი საურავების დარიცხვას, რომელიც დაკავშირებული იქნება, მათ შორის, შეუსრულებელ ვალდებულებასთან. ჩამოწერილი ჯარიმები სრულად უნდა მოხმარდეს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას დააჩქარებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
1765374013
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, თუ რას აპირებდნენ, რას გეგმავდნენ და რისი განხორციელება უნდოდათ 4 ოქტომბრის მონაწილეებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ჩადენილ დანაშაულს ყველა პასუხს აგებს. „პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, თუ რას აპირებდნენ, რას გეგმავდნენ და რისი გან...
1765372197
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6995 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6996 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1765371929
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია BBC-ის ფილმზე: ეს უტიფარი ცილისწამება პასუხის გარეშე არ დარჩება
ჩვენ დასამტკიცებელი არაფერი არ გვაქვს - დამერწმუნეთ, პასუხის გარეშე არ დარჩება ეს უტიფარი ცილისწამება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირც...
1765371899
საზოგადოებაირაკლი კირცხალია „სამთავრობო ქალაქის“ აშენების გეგმაზე: თუ გადაწყდა, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა დააწვეს ბიუჯეტს
„სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე, ქუთაისში პარლამენტის გადატანის შესახებ, კომენტარისგან თავს შევიკავებ. რა დაჯდა და როგორ დაჯდა, ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თა...
1765368949
საზოგადოებაფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2026 წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 11 300 დოლარს გადააჭარბებს
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარადგინა. ძირითად პარამეტრებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის შენარჩუნებულია თავ...





























