მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული შეხვედრების შემდეგ.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხო იმ ახალ შესაძლებლობებს, რაც ორ ქვეყანას სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით კიდევ უფრო დააახლოებს.

„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ორმხრივი შეხვედრები საგარეო ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრებთან. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ იმ ახალი შესაძლებლობების შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ორ ქვეყანას სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ასევე აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - გაზრდილია ინტერესი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებზე, ისევე როგორც უძრავი ქონების, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული და ხელშესახები შედეგები გვექნება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დინამიკა არის ძალიან გაუმჯობესებული უშუალოდ საჰაერო მიმოსვლის თვალსაზრისით - კონკრეტულად დუბაიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ქვეყნის ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე.

„შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოზე, რომელმაც ძალიან გააძლიერა მისი როლი შუა დერეფნის კონტექსტში. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ იმ უმსხვილესი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს უახლოესი პერიოდის განმავლობაში იმისთვის, რომ გაძლიერდეს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორი და უფრო კონკრეტულად, თუ როგორ ვზრდით ჩვენ არსებულ ტვირთგამტარობას 15 მლნ-დან 29-მლნ-მდე, რაც მათ შორის გულისხმობს საპორტო, სარკინიგზო ისევე როგორც სახმელეთო და საჰაერო ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით მოადგილეებთან: გენადი არველაძესთან და ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად იმყოფება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792071342

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ფარისევლობა იქცა სამარკო ნიშნად. ისინი ერთი ხელით თითქოს სანქციებზე საუბრობენ, ხოლო მეორე მხრივ სულ უფრო მეტად აძლიერებენ ეკონომიკურ - სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ სქემას, საიდანაც ირკვევა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სანქციების მიუხედავად, რუსეთს ღვინოს რეექსპორტით აწვდიან, ადამიანის უფლებათა დ...

რატი იონათამიშვილი

1792069838

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, 15-16 ოქტომბერს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერ...

ირაკლი კობახიძე

1792069729

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5987 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5989 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1792069148

საზოგადოება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა. შეხვედრაზე მხარე...

მარიამ ქვრივიშვილი

1792068596

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და განმარტებას აკეთებს. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,...

სპეციალური პენიტენციური სამსახური