მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ვაჭრობის, ინვესტიციების, უძრავი ქონების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის მიმართულებებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 7.6% შეადგინა. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე, რასაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და ბიზნესის განვითარების პოტენციალი განაპირობებს.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიმართ არსებულ მაღალ ინტერესზე.

საუბარი შეეხო ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, ხაზი გაესვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.

ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს მსხვილ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გიორგი ჯანჯღავა მონაწილეობდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792075388

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების რეგულირების საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც სუვერენიტეტსა და ანგარიშვალდებულებას დაეფუძნება

„დემოკრატიული მედეგობა ერთი მარტივი ჭეშმარიტებით იწყება: დემოკრატია, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე ან არ მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ნებისმიერი...

შალვა პაპუაშვილი

1792072128

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ჯგუფ BTSE-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ბიზნესჯგუფის, ტაილანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, BTSE-ის დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე სა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1792071342

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ფარისევლობა იქცა სამარკო ნიშნად. ისინი ერთი ხელით თითქოს სანქციებზე საუბრობენ, ხოლო მეორე მხრივ სულ უფრო მეტად აძლიერებენ ეკონომიკურ - სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ სქემას, საიდანაც ირკვევა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სანქციების მიუხედავად, რუსეთს ღვინოს რეექსპორტით აწვდიან, ადამიანის უფლებათა დ...

რატი იონათამიშვილი

1792069838

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, 15-16 ოქტომბერს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერ...

ირაკლი კობახიძე

1792069729

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5987 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5989 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი