გიორგი ჩაკვეტაძე „გახარიას პარტიას“: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს - ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც. მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა (კოალიცია „ცვლილებებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის") განცხადებით მიმართეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რითაც საქართველოს სანქცირება მოითხოვეს, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.

ჩაკვეტაძე ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ აღნიშნულ წერილს სამარცხვინოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ტექსტი ტყუილებითაა გაჟღენთილი და მასში ნათლად იკითხება სახელმწიფო ინტერესების ღალატი.

მისივე განცხადებით, ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებს, ამ უღირს წერილს შეახსენებს.

„არაერთს, ქვეყნის შინ და გარეთ, ჰგონია, რომ ქართველ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს.ჩემი ამ განცხადებით სწორედ მათ მინდა შევახსენო ერთი სამარცხვინო წერილის შესახებ, რომელიც არასრული 2 წლის წინ ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ბრიუსელში გააგზავნა.2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც. მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა (კოალიცია „ცვლილებებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის") განცხადებით მიმართეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რითაც საქართველოს სანქცირება მოითხოვეს.ტექსტი ტყუილებითაა გაჟღენთილი და მასში ნათლად იკითხება სახელმწიფო ინტერესების ღალატი, სადაც ხუთი გამაოგნებელი რამ მოითხოვეს:1) 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გამოძიება;2) ამ გამოძიების დასრულებამდე ახალი მოწვევის პარლამენტის არაღიარება;3) ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შეჩერების გამოცხადება;4) ხელისუფლებასთან ყველანაირი ტიპის ფორმატისა და მოლაპარაკების შეწყვეტა;5) ქვეყნისათვის ფინანსური მხარდაჭერის ანულირება.აქ, ამ ოთხი დაჯგუფებიდან, მხოლოდ ერთ-ერთზე - „გახარიას" პარტიაზე შევჩერდები.პასუხისმგებლობის აღება მათი ძლიერი მხარე რომ არ არის, ეს წერილიც ადასტურებს.გიორგი გახარია ჯერ ჩვენი პარტიიდან გაიქცა და შემდეგ, თავის შექმნილ პარტიაზეც კი ვერ აიღო პასუხისმგებლობა და ბერდია სიჭინავას მოაწერინა ხელი ამ სამარცხვინო დოკუმენტზე.პარლამენტის გამცდენები, ქუჩაში დადგნენ, პოლიციელებს, შენობებსა და თბილისის ქუჩებს ცეცხლი წაუკიდეს და ქვეყნის სანქცირების მოთხოვნა გააგრძელეს.ბოლოს კი, ჰოი საოცრებავ, 1 წლის თავზე მაინც შემოვიდნენ პარლამენტში.თქვენ, მართლა გგონიათ, რომ ეს საზოგადოებას დაავიწყდა?!ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!ასევე მოვიქცევით ნებისმიერ დროს დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომაა ჩვენი შეფასებით ეს პარტიები არაკონსტიტუციური!", - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792056026

საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე 8 ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ვაზნებისა და 8 ერთეული იარაღის მჭიდის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერ...

ცეცხლსასროლი იარაღი

1792055243

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ჩვენი მიზანია, რადიკალური ძალა დასრულდეს ქართულ პოლიტიკაში

„ჩვენი მიზანია, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო პოლიტიკური დაპირებაც, რომ რადიკალური ძალა, ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს,“ - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გ...

გიორგი გაბუნია

1792054712

სპორტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია

ლას-ვეგასში ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.  სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ფინალში ინდოელი ვიშვაჯიტ რამჩანდრა მორი ან...

კობა ქარუმიძე

1792053652

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატ...

გენ პროკურატურა

1792052249

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო თევზჭერის 462 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თ...

უკანონო თევზჭერა