ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: „რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე - „ჩემი ცოლის დაქალებზე“
მწერალ ირაკლი კაკაბაძესა და სცენარისტ ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება.
საქმე ეხება იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ ირაკლი კაკაბაძის სტუმრობას, როდესაც მწერალმა აღნიშნა, რომ ქეთი დევდარიანი უნიჭო, ვითომ სასაცილო სი@ობებს დგამს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს კომენტარებში დევდარიანი კაკაბაძეს მიმართავს: „ამით გული მოფხანე ქოცებს?“ რაზედაც კაკაბაძემ მიუგო, რომ ის მის შემოქმედებაზე - „ჩემი ცოლის დაქალები“, სწორედ ასე ფიქრობს.
„არ გეწყინოს, მაგრამ შენს შემოქმედებაზე მაგ აზრის ვარ. რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეს ამოჭრილია კონტექსტიდან, მაგრამ ეგრე ვფიქრობ „ცოლის დაქალებზე“. გამიხარდება თუ არ ვიფიქრებ. ისე, ყველა საპნის ოპერაზე მაგას ვფიქრობ. გული არ დაგწყდეს, მარტო არ ხარ. ისე, რაცხა მართლა წამომცდა. ნამდვილად ეგრე ვფიქრობ ყველა საპნის ოპერაზე. უბრალოდ შენ და უცნობი მაინც არ უნდა გახსენოთ ხოლმე. მაინც ახლობლების ახლობლები ხართ, - წერს კაკაბაძე.
საპასუხოდ ქეთი დევდარიანი აღნიშნავს, რომ კაკაბაძეს მის ცხოვრებაში იმდენად დიდი როლი არ უკავია, რაიმე ეწყინოს.
„წყენით არ მწყინს, არ გაქვს მაგხელა როლი ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ, ამ კვირის ჩემზე ისტერიულ შემოტევაში ჰარმონიულად ჩაჯექი და მეთქი, ამას რაღაში გავახსენდი“, - პასუხობს დევდარიანი.
1794656735
ახალი ამბებილაშა აბაშიძე: 18 კმ-იანი ახალი სარკინიგზო ხაზი იქნება სრულად ელექტრიფიცირებული, რომელიც რკინიგზის არსებულ მაგისტრალს ანაკლიის პორტთან დააკავშირებს - საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი
გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესახებ, რომელიც გულისხმობს ახალი 18 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, - აცხადებს სს საქართველოს რკინიგზის გენერალური...
1794654491
ახალი ამბებილევან ჭოტორლიშვილი: თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობის დამხობას და არა მთავრობის დამხობას
1991-92 წლის პუტჩი და გადატრიალება არაკონსტიტუციური პროცესი არ ყოფილა, რადგან კიტოვანმა-სიგუამ-ჯაბა იოსელიანმა მხოლოდ მთავრობა დაამხვეს და არა კონსტიტუციური წყობა. ცნობისათვის, ამ გადატრიალების შემდეგ...
1794652194
ახალი ამბებილევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გა...
1794650718
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: როგორც ნიურნბერგის პროცესზე ვერ დაიძვრინეს ნაცისტმა დამნაშავეებმა თავი, ისე ვერ დაიძვრენენ ქართული ნიურნბერგის პროცესზე თავს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც ნიურნბერგის პროცესზე ვერ დაიძვრინეს ნაცისტმა დამნაშავეებმა თავი, ისე ვერ დაიძვრენენ თავს ქართული ნიურნბერ...
1794649001
ახალი ამბები15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში - აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი...































