საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს.

ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობას. ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების ერთობლივი კომიტეტის პირველი სხდომის ორგანიზებისთვის, რომლის პარალელურადაც დაიგეგმა სავაჭრო მისიის ორგანიზება ექსპორტის ზრდისა და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, რომელშიც მონაწილეობას ორივე ქვეყნიდან მსხვილი ექსპორტიორი და შემსყიდველი კომპანიები მიიღებენ.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ვაჭრობის სექტორში - 2025 წელს სავაჭრო ბრუნვამ 430 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 პროცენტიანი ზრდაა. ამასთან, ექსპორტი 89%-ით გაიზარდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ხელს უწყობს ქართველი მწარმოებლების მონაწილეობა დუბაისა და აბუ-დაბიში გამართულ აგროსამრეწველო და სხვა საერთაშორისო გამოფენებში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კომპანია „იგლ ჰილსის“ მიერ თბილისსა და გონიოში უძრავი ქონების სექტორში, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოცულობის, 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე.

ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ლოგისტიკის სექტორში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციას - კერძოდ, „თბილისის მშრალი პორტის“ პროექტს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით ავითარებს, ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რისთვისაც მხოლოდ მიმდინარე წელს 1 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება და ვაზიანის თბილისის ახალ აეროპორტზე.

შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა მონაწილეობდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792066247

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძე „გახარიას პარტიას“: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს - ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც. მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა (კოალიცია „ცვლილებებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის") განცხად...

გიორგი ჩაკვეტაძე

1792065427

საზოგადოება

ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა

მარგინალური ოპოზიციური ალიანსის მორიგი განცხადება 25 ოქტომბრიდან საპროტესტო კამპანიის დაწყებისა და 28 ნოემბერს „მასშტაბური აქციის“ გამართვის შესახებ კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მათი სტრატეგიის ეფექტურ...

ლადო სადღობელაშვილი

1792064533

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის, იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს არგუმენტაციას გაიზიარებს

„კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს იტალიაში განუცხადა. პაპუაშვილს კითხვა დ...

შალვა პაპუაშვილი

1792062910

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ნებისმიერი იტყუება, ვინც ამბობს, რომ გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული ობიექტური პროცესი, სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკური პროცესი

„რეალურად, ყველამ იცის და იტყუება ნებისმიერი, ვინც ამბობს, რომ გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული ობიექტური პროცესი. სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკური პროცესი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1792057816

საზოგადოება

მახაშვილი: როდესაც საქართველო ცდილობს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების დაცვას, ამაში ვიღებთ აბსოლუტურად გაუგებარ და ბუნდოვან კრიტიკას იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც იღებენ ჩვენზე მკაცრ გადაწყვეტილებებს

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საფრანგეთში უცხოურ გავლენებთან და ჩარევებთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ გადმოსახედიდან გაუგებარია...

ლევან მახაშვილი