სპეციალური პენიტენციური სამსახური: თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და განმარტებას აკეთებს.
როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული გ.გ №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა 2026 წლის 2 ოქტომბერს.
მათივე განმარტებით, 9 ოქტომბერს, 14:35 საათზე, ბრალდებულ გ.გ.-ს თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს. მომხდართან დაკავშირებით კი განვმარტავთ, ბრალდებული გ.გ №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა 2026 წლის 2 ოქტომბერს (ბრალდებული სსსკ-ის 276-ე მუხლის I-V-ნაწილით).
2026 წლის 9 ოქტომბერს, 14:35 საათზე, ბრალდებულ გ.გ.-ს თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა.
ამ დროს საკანში მისი ხუთი თანამესაკნე იმყოფებოდა. ამასთან, კორიდორში, საკნის კართან იდგა დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელიც საკნის კარის სარკმლიდან გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ მსჯავრდებულს ეკონტაქტებოდა. სოციალურმა მუშაკმაც გაიგო საკანში დაცემის ხმა, რაც ნათლად ჩანს დაწესებულების კორიდორში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერში ასახულ მის რეაქციაში.
შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ერთ წუთში ადგილზე გამოცხადდა დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, რომელმაც ბრალდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია.
14:36 საათზე დაწესებულებაში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე 14:50 საათზე გამოცხადდა. მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა, 15:15 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალება.
მომხდარის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა იმერეთის საოლქო პროკურატურას, რის შემდეგაც ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და გამოძიებას უკვე მიეწოდა საქმესთან დაკავშირებული მასალები სრულყოფილად,“ - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1792064533
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის, იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს არგუმენტაციას გაიზიარებს
„კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს იტალიაში განუცხადა. პაპუაშვილს კითხვა დ...
1792062910
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ნებისმიერი იტყუება, ვინც ამბობს, რომ გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული ობიექტური პროცესი, სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკური პროცესი
„რეალურად, ყველამ იცის და იტყუება ნებისმიერი, ვინც ამბობს, რომ გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული ობიექტური პროცესი. სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკური პროცესი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლ...
1792057816
საზოგადოებამახაშვილი: როდესაც საქართველო ცდილობს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების დაცვას, ამაში ვიღებთ აბსოლუტურად გაუგებარ და ბუნდოვან კრიტიკას იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც იღებენ ჩვენზე მკაცრ გადაწყვეტილებებს
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საფრანგეთში უცხოურ გავლენებთან და ჩარევებთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ გადმოსახედიდან გაუგებარია...
1792056026
საზოგადოებამებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე 8 ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ვაზნებისა და 8 ერთეული იარაღის მჭიდის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერ...
1792055243
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: ჩვენი მიზანია, რადიკალური ძალა დასრულდეს ქართულ პოლიტიკაში
„ჩვენი მიზანია, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო პოლიტიკური დაპირებაც, რომ რადიკალური ძალა, ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს,“ - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გ...



























