მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით ძალიან წარმატებული იყო, უკვე ვიხილეთ ვიზიტის ხელშესახები შედეგი - ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელძღვანელობით ძალიან წარმატებული იყო.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, ერთი მხრივ შედგა უმაღლესი რანგის პოლიტიკური შეხვედრები ორი ქვეყნის ლიდერებს შორის, მეორე მხრივ კი ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებს სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით.
„ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ საავიაციო შეთანხმებას და შედეგად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. ასევე ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შევთანხმდით, ანუ კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავიდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული, არსებული თანამშრომლობა, რის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი ინვესტიციების მოზიდვაზე გაკეთდა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის მხარესთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მემორანდუმის საფუძველზე მოხდება ინფორმაციული გაცვლა, ისევე როგორც საუკეთესო პრაქტიკების გამოყენება ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთი შეთანხმება, რომელზეც მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა, ჩინეთის ბაზარზე საქართველოდან ფრინველის ხორცის ექსპორტია.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ქართველი მეწარმეებისთვის - ჩინეთის ბაზარზე უკვე დაშვებულ იქნა ფრინველის ხორცის ექსპორტი. ზოგადად ჩინეთი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად, სტრატეგიული სამიზნე ქვეყანაა - უშუალოდ სავაჭრო-ეკონომიკური და სხვა სექტორების მიმართულებით.
ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი წლიდან წლამდე მზარდია, რისი კარგი დემონსტირებაც იყო ის, რომ შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე (China International Import Expo (CIIE)) საქართველო პირველად მონაწილეობდა როგორც საპატიო სტუმარი ქვეყანა. გამოფენაზე ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ ქართველი მეწარმეები, რომლებიც ადგილზე უწევდნენ ქართულ პროდუქციას პოპულარიზაციას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხაზს უსვამს - საქართველოს ხელისუფლების ინტერესია, რომ ორ ქვეყანას შორის მაქსიმალურად გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს სრულადაა ბმაში ბაზრების დივერსიფიკაციასთან, რომელიც საქართველოს ყველა, მათ შორის ვაჭრობის სექტორში აქვს.
„ვიზიტის შემდგომ ჩვენ უკვე ვიხილეთ ხელშესახები შედეგი - ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის საკითხი იყო. ვიზიტმა ძალიან დააჩქარა გადაწყვეტილების მიღება - ავიაკომპანია Air China პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1763412822
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: სპეკულაციაა და არასერიოზულია შეფასება, თითქოს „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია რაიმე ფორმით დაკავშირებულია უკანონო მიგრაციის ზრდასთან
„იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო ღირებულების საინვესტიციო პროექტებზე საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სპეკულაცია უწოდა შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს ინვესტიცია რაიმე ფორმით...
1763411876
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს სახელმწიფოს არავითარი ვალდებულება, მათ შორის, ფინანსური, „იგლ ჰილსის“ პროექტში არ აქვს
„საქართველოს სახელმწიფოს არავითარი ვალდებულება, მათ შორის, ფინანსური, „იგლ ჰილსის“ პროექტში არ აქვს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, სახელმწ...
1763410952
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: სარგებელი, რასაც საქართველო „იგლ ჰილსის“ პროექტებიდან მიიღებს, ესაა 30,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, 11 მლრდ ლარის პირდაპირი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და საშუალოდ 700 მლნ ლარის ყოველწლიური შემოსავალი ბიუჯეტში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკაზე „იგლ ჰილსის“ პროექტის გავლენაზე საუბრისას, ყურადღება სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ყველა ი...
1763410460
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ინტერესი იყო, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტები განხორციელებულიყო ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ განვითარდა და აქედან სახელმწიფოს მიეღო მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი
„არის კითხვები, თუ რატომ, შეირჩა კრწანისისა და გონიოს ტერიტორია „იგლ ჰილსის“ პროექტისთვის - სახელმწიფოს ინტერესი იყო, შემოგვეყვანა ეს ინვესტორი, ბევრი შეთავაზება გაკეთდა, ბევრი ალტერნატიული ტერიტორია...
1763410410
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: „იგლ ჰილსის“ პროექტს სახელმწიფოსთვის არანაირი რისკი არ ახლავს, ის ქვეყანას იმ სიკეთეებს მოუტანს, რისთვისაც ხელისუფლება ბევრს მუშაობს - მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას
„იგლ ჰილსი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის - ეს არის ისტორიული პროექტი და ისტორიული მოცულობის ინვესტიცია, რომელიც ოდესმე საქართველოში განხორციელებულა. პროექტი ძალიან დიდიღირებულების მ...


























