თბილისში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული რ.ბ. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებული ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

„ირკვევა, რომ რ.ბ.-მ პირადი მატერიალური სარგებლის მოპოვების მოტივით, ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო აზარტულ საქმიანობას - ონლაინ კაზინოს ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში მსგავსი საქმიანობა კანონით აკრძალულია და ლიცენზირებას არ ექვემდებარება.

ასევე, რ.ბ.-მ ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირების მიერ, მის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული დიდი რაოდენობის თანხა უკანონო მიითვისა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763445665

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ევროკომისიის განახლებულ ანგარიშზე: დადასტურდა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს ეკონომიკური განვითარებით და ზრდით უკრაინასაც და მოლდოვასაც

დადასტურდა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს ეკონომიკური განვითარებით და ზრდით უკრაინასაც და მოლდოვასაც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. დეპუტატი ამ კომენ...

ნინო წილოსანი

1763443910

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ევროკომისიის განახლებულ ანგარიშზე: ეს აჩვენებს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თავად ბრიუსელსაც კი უჭირს ხოლმე ამ სტატისტიკის დაფარვა

„ეს აჩვენებს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ის...

ლევან მახაშვილი

1763441993

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით ძალიან წარმატებული იყო, უკვე ვიხილეთ ვიზიტის ხელშესახები შედეგი - ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელძღვანელობით ძალიან წარმატებ...

მარიამ ქვრივიშვილი

1763412822

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: სპეკულაციაა და არასერიოზულია შეფასება, თითქოს „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია რაიმე ფორმით დაკავშირებულია უკანონო მიგრაციის ზრდასთან

„იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო ღირებულების საინვესტიციო პროექტებზე საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სპეკულაცია უწოდა შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს ინვესტიცია რაიმე ფორმით...

მარიამ ქვრივიშვილი

1763411876

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს სახელმწიფოს არავითარი ვალდებულება, მათ შორის, ფინანსური, „იგლ ჰილსის“ პროექტში არ აქვს

„საქართველოს სახელმწიფოს არავითარი ვალდებულება, მათ შორის, ფინანსური, „იგლ ჰილსის“ პროექტში არ აქვს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, სახელმწ...

მარიამ ქვრივიშვილი