მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ინტერესი იყო, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტები განხორციელებულიყო ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ განვითარდა და აქედან სახელმწიფოს მიეღო მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი

„არის კითხვები, თუ რატომ, შეირჩა კრწანისისა და გონიოს ტერიტორია „იგლ ჰილსის“ პროექტისთვის - სახელმწიფოს ინტერესი იყო, შემოგვეყვანა ეს ინვესტორი, ბევრი შეთავაზება გაკეთდა, ბევრი ალტერნატიული ტერიტორია იყო, მაგრამ ამ ორ, დიდი ზომის ტერიტორიას, რომლებიც მრავალი წელია ვერ განვითარდა, ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიცია სჭირდება. ბუნებრივია ჩვენი ინტერესი იყო, რომ ასეთ ტერიტორიაზე შესულიყო ინვესტორი, რომელსაც ასეთი რთული პროექტების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვს, მეორე მხრივ, მათ შეუძლიათ ფინანსურად სრული უზრუნველყოფა და მესამე - ეს უნდა ყოფილიყო პროექტები, რომლებიც ღირებულებას მოუტანდა ჩვენს ეკონომიკას, მის კონკრეტულ სექტორებს და შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო მოცულობის საინვესტიციო პროექტებზე საუბრისას, რომლებიც თბილისსა და გონიოში უნდა განხორციელდეს.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ინვესტორთან მოლაპარაკება, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო, თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტის დროს და ამ დელეგაციის წევრი იყო მოჰამედ ალაბარიც, რომელიც კომპანია „იგლ ჰილსის“ მფლობელია.

„ამ ვიზიტის ფარგლებში მოხდა ყველა საკვანძო საკითხზე შეჯერება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდაზე - ეს არის მუდმივი სამუშაო პროცესი, როდესაც საერთაშორისო ინვესტორებს, ადგილობრივ ინვესტორებს ვემუშავებით, ხდება გარკვეული ტერიტორიების პრივატიზება ან სხვადასხვა ფორმით გადაცემა იმისთვის, რომ სხვადასხვა სახის პროექტები განხორციელდეს, ეს შეიძლება იყოს დეველოპერული სექტორი, ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი, ან სექტორი, რომელიც საპორტო ინფრასტრუქტურას განავითარებს და ა.შ. ეს არის სტანდარტული სამუშაო პროცესი“ - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ინვესტიციის მოცულობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, სახელმწიფოს როლია, რომ სწორი ადგილი მოიძიოს, როდესაც საუბარია სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ მიწებზე და შემდეგ გარკვეული პირობებით ინვესტორთან ისაუბროს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763406408

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალი წლიდან რადიკალურად იქნება გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც

ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულები ქვეყნის განვითარებაზე, - განაცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი...

ირაკლი კობახიძე

1763406362

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე, ამ 8 ათასი ადამიანიდან 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე

აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, - განაცხადა ს...

ირაკლი კობახიძე

1763406310

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა

ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხ...

ირაკლი კობახიძ

1763406256

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა

„კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მა...

ირაკლი კობახიძე

1763406175

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: პოდოლიაკი ამბობდა, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს ის ითხოვდა მეორე ფრონტს, როცა ასეთები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ

„პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდ...

ირაკლი კობახიძე