მარიამ ქვრივიშვილი: სპეკულაციაა და არასერიოზულია შეფასება, თითქოს „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია რაიმე ფორმით დაკავშირებულია უკანონო მიგრაციის ზრდასთან

„იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო ღირებულების საინვესტიციო პროექტებზე საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სპეკულაცია უწოდა შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს ინვესტიცია რაიმე ფორმით დაკავშირებულია უკანონო მიგრაციის ზრდასთან.

„ეს მოსაზრება იმდენად არასერიოზულია, რომ შეიძლება მოსარიდებელიც კი იყოს პასუხის გაცემა, მაგრამ რადგან არსებობს ასეთი კითხვები, მზად ვართ, გამჭვირვალედ ყველა კითხვას ვუპასუხოთ. უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მისი ხისტი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით, მეორე მხრივ, სწორედ ჩვენი ხელისუფლება არის ის ძალა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებით აკრძალა სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. დაშვებულების დონეზეც რომ დავთვალოთ საცხოვრებელი ფართების ოდენობა, რაც პროექტის ფარგლებში აშენდება და ასევე გადავხედოთ წინა წლების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ არაფერი განსხვავებული არ ხდება ისეთი, რომ ამ პროექტმა ბიძგი მისცეს არაჯანსაღ მიგრაციას“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობას, ერთობლივ საწარმოში წილს და იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო რჩება მიწის თანამესაკუთრედ, სადაც მრავალმილიარდიანი პროექტი განხორციელდება.

„მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ამ პროექტს არავითარი განსხვავებული მიდგომა არ ექნება და სახელმწიფო არ გეგმავს, რომ რაიმე საშეღავათო ფორმა გამოიყენოს, მაგალითად, ბინადრობის უფლება დაუკავშიროს საკუთრების ფლობას და ა.შ, - ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული, დეველოპერული პროექტი, თუმცა, ამავდროულად, ეს არის ორი ახალი დანიშნულების ადგილი, რომელიც ბევრად უფრო დიდ ღირებულებას შექმნის ქვეყნის ტურისტული, დეველოპერული სექტორისთვის, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად ინვესტორს აქვს ძალიან დიდი სურვილი, პროექტის განხორციელების ფაზაში, დაგეგმარებისა და სამშენებლო ნაწილში რაც შეიძლება მეტი ქართული კომპანია ჩაერთოს.

„ბატონი ალაბარი საჯაროდაც საუბრობდა ამაზე, რომ სურვილი აქვს, პროექტში ჩაერთონ ქართველი არქიტექტორები, მშენებლები, სხვადასხვა სპეციალისტები იმისთვის, რომ ფაქტობრივად, ქართული პროექტი შეიქმნას და დარწმუნებულები ვართ, რომ ვნახავთ ძალიან მაღალი სტანდარტის მქონე ქართულ პროექტს, რომელიც, ამავდროულად, იქნება საცხოვრებელი კომპლექსი, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763406408

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალი წლიდან რადიკალურად იქნება გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც

ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულები ქვეყნის განვითარებაზე, - განაცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი...

ირაკლი კობახიძე

1763406362

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე, ამ 8 ათასი ადამიანიდან 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე

აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, - განაცხადა ს...

ირაკლი კობახიძე

1763406310

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა

ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხ...

ირაკლი კობახიძ

1763406256

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა

„კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მა...

ირაკლი კობახიძე

1763406175

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: პოდოლიაკი ამბობდა, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს ის ითხოვდა მეორე ფრონტს, როცა ასეთები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ

„პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდ...

ირაკლი კობახიძე