მარიამ ქვრივიშვილი: „იგლ ჰილსის“ პროექტს სახელმწიფოსთვის არანაირი რისკი არ ახლავს, ის ქვეყანას იმ სიკეთეებს მოუტანს, რისთვისაც ხელისუფლება ბევრს მუშაობს - მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას

„იგლ ჰილსი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის - ეს არის ისტორიული პროექტი და ისტორიული მოცულობის ინვესტიცია, რომელიც ოდესმე საქართველოში განხორციელებულა. პროექტი ძალიან დიდი
ღირებულების მომტანია მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე გარკვეული სექტორების განვითარების მიმართულებით - მათ შორის დეველოპერული, ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „იგლ ჰილს საქართველო“-ს პროექტზე საუბრისას.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, „იგლ ჰილსის“ პროექტი ქვეყანას იმ სიკეთეებს მოუტანს, რისთვისაც ხელისუფლება ბევრს მუშაობს - მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ხაზგასმით აცხადებს, რომ პროექტს სახელმწიფოსთვის არანაირი რისკი არ ახლავს.

„ქვეყანაში შემოდის უმსხვილესი, უდიდესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო დეველოპერული კომპანია „იგლ ჰილსი“, რომელსაც მსოფლიოში უამრავი პროექტი აქვს გაკეთებული, მათ შორის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ევროპის ქვეყნებში - ლატვიაში, სერბეთში და სხვა ძალიან ბევრ ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი დეველოპერული სექტორის მიმართულებით მსოფლიოში გამოჩენილი ადამიანია, თავად არის ისეთი პროექტების ავტორი, როგორიც, მაგალითად, დუბაიში „ბურჯ ხალიფა“ - მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა და ა.შ. „იგლ ჰილსი“ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახორციელებს ყველაზე დიდი, $6,5 მლრდ მოცულობის ინვესტიციას. აღნიშნული ინვესტიციით გონიოსა და დედაქალაქში იქმნება ორი უმნიშვნელოვანესი ახალი პროექტი, რომლებიც, ფაქტობრივად, სრულიად ახალ დანიშნულების ადგილს შექმნის ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, რეალურად საუბარი შეეხება პროექტს, რომელიც არა უბრალოდ დეველოპერული პროექტია, არამედ გონიოსა და დედაქალაქში მულტიფუნქციურ ახალი პროექტები შეიქმნება - ერთი მხრივ აშენდება საცხოვრებელი სივრცეები, ამასთან, ტერიტორიის ნახევარზე მეტი სარეკრეაციო სივრცეებს დაეთმობა. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი სასტუმრო და განთავსების ობიექტები, შედეგად დაახლოებით 1,400-ზე მეტი საწოლი ადგილი დაემატება ქვეყანას. რაც შეეხება საცხოვრებელ სივრცეებს, გონიოსა და თბილისს დაახლოებით 16,000-მდე საცხოვრებელი ფართი შეემატება, ამავდროულად ორივე ტერიტორიაზე მოეწყობა სარეკრეაციო ზონები, ასევე დიდი ადგილი დაეთმობა სავაჭრო, გასართობ სივრცეებს და ა.შ.

„განსაკუთრებით გამოვყოფდი ისეთ ახალ პროდუქტებს,როგორიცაა, მაგალითად, გონიოში იახტ-კლუბის დამატება. ზოგადად როცა ჩვენ გონიოს პროექტსა და პროდუქტზე ვსაუბრობთ, ცალსახად უნდა ვთქვათ - ერთი მხრივ რამხელა ღირებულებას მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მეორე მხრივ კი, როდესაც აჭარის ტურისტული პროდუქტის განვითარებაზე ვსაუბრობთ, რისთვისაც სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით - ეს ახალი დანიშნულების ადგილი უზრუნველყოფს იმას, რომ აჭარა გახდეს 4-სეზონიანი ტურისტული მიმართულება, მათ შორის არაერთი ატრაქციით, რომლებიც მიმზიდველი იქნება როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763406408

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალი წლიდან რადიკალურად იქნება გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც

ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულები ქვეყნის განვითარებაზე, - განაცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი...

ირაკლი კობახიძე

1763406362

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე, ამ 8 ათასი ადამიანიდან 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე

აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, - განაცხადა ს...

ირაკლი კობახიძე

1763406310

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა

ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხ...

ირაკლი კობახიძ

1763406256

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა

„კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მა...

ირაკლი კობახიძე

1763406175

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: პოდოლიაკი ამბობდა, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს ის ითხოვდა მეორე ფრონტს, როცა ასეთები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ

„პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდ...

ირაკლი კობახიძე