ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით დაბალია, რაც განპირობებულია აქციზის განაკვეთით, რომელიც ჩვენთან სამჯერ უფრო ნაკლებია, თუმცა, ვაგრძელებთ მუშაობას კომპანიებთან, რათა მოვნახოთ სივრცე ფასების კლებისთვის
სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი სხდომის ფარგლებში, შევხვდით საწვავის კომპანიების წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს და მათთან ერთად განვიხილეთ საწვავზე ფასწარმოქმნის სისტემა, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, საქართველოში აქციზის განაკვეთი სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, რაც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში საწვავის ფასები არის საგრძნობლად დაბალი, თუმცა ხელისუფლება განაგრძობს მუშაობას საწვავის კომპანიებთან ერთად, რათა ფასები კიდევ უფრო შემცირდეს.
„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საშუალო ევროპულ ფასთან შედარებით, საქართველოში საწვავის ფასები არის საგრძნობლად დაბალი, რაც განპირობებულია იმ საგადასახადო კანონმდებლობით, კერძოდ აქციზის განაკვეთით, რომელიც არის სამჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. შესაბამისად, ქართული ფასები ევროპულთან შედარებით დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან, რათა მოვნახოთ სივრცე ფასების შემდგომი კლებისთვის,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
1769765680
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე: ჩვენ მეტი გვჭირდება - ტექნიკური მიმართულება აბსოლუტურად სხვა მასშტაბზე უნდა გადავიყვანოთ, დღეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას სპეციალისტების ნაკლებობა არის ყველა მიმართულებით
„ჩვენ გვექნება ერთიანი უნივერსიტეტი - როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით იქნება უმაღლესი დონის განათლება. რესურსების ერთიანი კონცენტრაცია თვისებრივად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ყველას,...
1769764041
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი
გრანტების საკითხში მთავარი პრინციპია, რომ საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ. ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი, –...
1769761054
ახალი ამბები2025 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7,5 პროცენტი შეადგინა
2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა, ხოლო დეკემბრის თვეში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 7.2% შეადგინა. საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა...
1769760816
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიუღებელია, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას
იმ მომენტშივე, როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაც...
1769760243
ახალი ამბები„ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა“ - ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი გაზის დარიცხულ გადასახადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ენერგოომბუდსმენის სამსახური ბუნებრივი გაზის დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა. „ბოლო რამდენიმე დღეა ენერგოომბუდსმენის სამსახურს მომხმარებლები აქტიუ...































