მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახვა თავისი შესაძლებლობები - ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით
საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახვა თავისი შესაძლებლობები ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით პროგრესს აჩვენებს.
„ჩვენი ქვეყნისთვის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი უკიდურესად მნიშვნელოვანია და ამ სექტორების განვითარებაში სახელმწიფო ძალიან დიდ რესურსს დებს და სწორედ ამ მთელი კონტექსტის გარშემო, ალბათ, განვითარდა მთელი საზღვაო ფორუმი.
საზღვაო-სატრანსპორტო მიმართულებას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენს ქვეყანაში. ვნახეთ, რომ ფაქტობრივად კერძო სექტორს, ისევე როგორც სახელმწიფოს, ჰქონდა შესაძლებლობა ჩაეტარებინა ორმხრივი შეხვედრები, მოლაპარაკებები ადგილობრივ, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან. შეხვედრებმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საუბრისას.
მისივე თქმით, ფორუმზე დიდი ყურადღება დაეთმო ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს, ასევე საზღვაო სექტორში პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებას.
„ყველა შეხვედრაზე საუბარი იწყებოდა და სრულდებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით. ძალიან დიდი ინტერესია გამოხატული ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმართებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში ჩართული ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან.
მეორეს მხრივ, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა უფრო მეტი გვესაუბრა და უფრო მეტი დაგვეგეგმა უშუალოდ საზღვაო სექტორში პროფესიული განათლების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს მეზღვაურთა პროფესიის განვითარების ხელშეწყობა და მათი ხელშეწყობა შემდგომში უკვე დასაქმების თვალსაზრისით.
საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს, როგორც სახელმწიფოს, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროფესიის განვითარებას და უკვე ამ პროფესიაში ჩართული ადამიანების შემდგომში ადგილობრივად დასაქმებას და არა მხოლოდ“, - განაცხადა მინისტრმა.
1789101605
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 11 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
11 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...
1789072458
საზოგადოებათამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. „აღნიშნულ მონაკვეთში, რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაო...
1789072241
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: ეს ნაკლებად სავარაუდოა, ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება
ჩემი ვარაუდია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავ...
1789071863
საზოგადოება11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. მათესა და მარკოზის სახარებების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი იყო, რომელმაც მესი...
1789071393
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახვონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე
რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახვონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე - განაცხადა ფრაქცია „ქართ...



























