ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: ეს ნაკლებად სავარაუდოა, ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება
ჩემი ვარაუდია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესს შეაჩერებს.
„ ეს ტყვია მათი მხრიდან ჩემი აზრით გამოყენებული არ იქნება. მით უმეტეს არ არის საარჩევნო წელი. ეს რომ საარჩევნო წელი იყოს, ან მომდევნო წელი იყოს, მაშინ შეიძლება სხვანაირად გვემსჯელა. ამასობაში, სანამ არჩევნები მოვა ისინი დარწმუნდებიან იმაში და უფრო მალე დარწმუნდებიან, ვინაიდან შუა კორიდორის თემა არის გაასმაგებული და თვითონ ჩქარობს ბრიუსელი რაღაც ნაბიჯების გადადგმას და უკვე რწმუნდება, რომ გამარგინალებულია ოპოზიცია მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჩაუტარეს საარჩევნო კამპანია. თავიდან ბოლომდე თვითონ კვებავენ თავიანთი ნარატივით. აბსოლუტურად ყველაფერს, რადიკალური ოპოზიციის ნაცვლად ისინი აკეთებენ თუმცა არაფერი არ ეშველება. შესაბამისად, მათ მოუწევთ იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ „ქართულ ოცნებას“უნდა დაუსხდნენ და ესაუბრონ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და იმისთვის, რომ სახე შევანარჩუნებინოთ ბრიუსელს, მიუხედავად ამდენი უსამართლობისა, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ყველა დონეზე, რომ შეგვიძლია გადავფურცლოთ ეს უსამართლობები და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ურთიერთობები. ვინაიდან ეს პოლიტიკა არის, აქ ემოციების დრო და ადგილი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა პარიზში, კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მონაწილეობის მისაღებად, ერთგვარი სიგნალია, რომ ევროკავშირი ცდილობს ურთიერთობების გალღობას.
1789064627
მსოფლიოქალაქ პავლოგრადზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმი...
1789063403
მსოფლიოდონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში
პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემ...
1789060296
საზოგადოებაირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რომლის სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება, არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები
ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რომლის სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული გა...
1789058963
საზოგადოებაეკა კუპატაძე: სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით ეს გოგო შეურაცხადია იმიტომ, რომ მეჭყანებოდა
გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო გაიმართა. სხდომაზე იმყოფებოდა ორივე ბრალდებული. ასევე, პროცესს ესწრებოდა გიგა ავალიანის დედაც. „ვიღაც გოგო სათვალეებით იღებდა, რი...
1789058842
საზოგადოებალევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი. ასეთ აბსურდამდე მივიდა არასწორი პოლიტიკა
მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“. დეპუტატმა ევროკომ...



























