ლევან მაჭავარიანი: გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი. შემდეგ ამბობს, მე არაფერი ჩამიდენიაო
გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, არ ეკადრებოდა ირაკლი ღარიბაშვილს ის, რაზედაც ბოლო დროს გამოქვეყნებულ წერილებში საუბრობს.
„ნამდვილად არ ეკადრებოდა ღარიბაშვილს, რაც იკადრა. „ასავალ-დასავალის“ დონეზე ვრცელდება ეს ყველაფერი. „ბიბისიმ“ ვერ მოატყუა ქართული საზოგადოება და რატომ ფიქრობს „ასავალ-დასავალი“, რომ ის მოატყუებს ჩვენს მოქალაქეებს?! ამ წერილს აჰყვა მთელი აგენტურული ოპოზიცია. პროკურატურაში დაბარების შემდეგ იგრძნეს, რომ ტყუილს მოჰყვებოდა კონკრეტული პასუხისმგებლობა და თურმე არავის არაფერი სცოდნია ბატონი ღარიბაშვილის თამადობით. ხდება დავით გარეჯის თემით სპეკულირება. მთელმა საქართველომ იცის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირადი ხელმძღვანელობით მოხდა იმ რუკების საქართველოში დაბრუნება. მან გაუწია ამ ყველაფერს კოორდინაცია. ახლა „ასავალ-დასავალი“ ცდილობს, რომ ეს ყველაფერი ბატონ ღარიბაშვილს მიაწებონ. ეს ძალიან სამწუხაროა. საუბარია გუნდის ყოფილ ლიდერზე. მეტ სიღრმეებში არც მინდა შევიდე. გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი. შემდეგ ამბობს, მე არაფერი ჩამიდენიაო“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1789064627
მსოფლიოქალაქ პავლოგრადზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმი...
1789063403
მსოფლიოდონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში
პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემ...
1789060296
საზოგადოებაირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რომლის სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება, არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები
ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რომლის სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული გა...
1789058963
საზოგადოებაეკა კუპატაძე: სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით ეს გოგო შეურაცხადია იმიტომ, რომ მეჭყანებოდა
გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო გაიმართა. სხდომაზე იმყოფებოდა ორივე ბრალდებული. ასევე, პროცესს ესწრებოდა გიგა ავალიანის დედაც. „ვიღაც გოგო სათვალეებით იღებდა, რი...
1789058842
საზოგადოებალევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი. ასეთ აბსურდამდე მივიდა არასწორი პოლიტიკა
მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“. დეპუტატმა ევროკომ...



























