თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
„აღნიშნულ მონაკვეთში, რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები განხორციელდა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა. შეიცვალა წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელები. ასევე, უკვე მოეწყო მიწისქვეშა კაბელ-არხები და საჰაერო სადენების გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამჟამად, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტროტუარებზე მიმდინარეობს. ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, რომლის დასრულების შემდეგაც LED სანათები დამონტაჟდება. საფეხმავლო ტერიტორიაზე კი დაიგება ფილები და მოეწყობა ბორდიურები.
პროექტის საბოლოო ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ზედა ფენა, განხორციელდება შესაბამისი საგზაო მონიშვნები, დამონტაჟდება შუქნიშნები და შესრულდება გამწვანების სამუშაოები.
სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად, დედაქალაქში გადაადგილების ინტენსივობა მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გზის დროულად გახსნა. შესაბამისად, აღნიშნულ არეალში სარეაბილიტაციო პროცესი დაჩქარდა, თუმცა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.
1789064627
მსოფლიოქალაქ პავლოგრადზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმი...
1789063403
მსოფლიოდონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში
პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემ...
1789060296
საზოგადოებაირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რომლის სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება, არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები
ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რომლის სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული გა...
1789058963
საზოგადოებაეკა კუპატაძე: სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით ეს გოგო შეურაცხადია იმიტომ, რომ მეჭყანებოდა
გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო გაიმართა. სხდომაზე იმყოფებოდა ორივე ბრალდებული. ასევე, პროცესს ესწრებოდა გიგა ავალიანის დედაც. „ვიღაც გოგო სათვალეებით იღებდა, რი...
1789058842
საზოგადოებალევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი. ასეთ აბსურდამდე მივიდა არასწორი პოლიტიკა
მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“. დეპუტატმა ევროკომ...



























