მარიამ ქვრივიშვილი: ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას
„ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება და ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალში მონაწილეობს.
ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2024 წელს საზღვაო „ერთიან ფანჯარაზე“ გადასვლის შემდეგ, საზღვაო ადმინისტრაციული პროცედურების დრო დაახლოებით 24 საათიდან ერთ საათამდე შემცირდა. აგრეთვე, სარკინიგზო საზღვრის გადაკვეთის პროცედურები დაახლოებით 7,5-ჯერ დაჩქარდა.
„ჩვენ ვაგრძელებთ სატრანსპორტო დოკუმენტაციის დიგიტალიზაციას და ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემების განვითარებას ტვირთების მეთვალყურეობისა და ოპერაციული ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1794310201
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას
„ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გასაგებია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ს...
1794308536
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა, ჩინეთი თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს პარტნიორ ქვეყნებთან მათ საქმეებში ჩაურევლობაზე
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მნიშვნელოვანია საქართ...
1794307358
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს ტალგატ ადუოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა დ...
1794306330
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლებამოსილებას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის ბოლო ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ ანგარიშში უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებებია წარმოდგენილი სასამართ...
1794305745
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ჩაცვენილები, ერთმანეთის საპირისპირო ჩვენებებს აძლევენ
საკონსტიტუციო სასამართლო 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკი...


























