ნიკოლოზ სამხარაძე: გლობალურ პოლიტიკაში ბევრი გამოწვევაა - ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა

„გლობალურ პოლიტიკაში ამ ეტაპზე ბევრი მძაფრი გამოწვევაა, მათ შორის ომი უკრაინასა და რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს.

საქართველოს დელეგაციამ მაღალი დონის შეხვედრა ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტში გამართა, სადაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ქართული მხარე საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე მინისტრს მა ჰუის შეხვდა.

მხარეებმა საუბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, არსებული გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ჩინეთისა და საქართველოს, როგორც მშვიდობის მომხრე სახელმწიფოების თანამშრომლობა.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩინეთის მმართველი პარტიის დიდ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადავიდა, გავაღრმავეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მჭიდრო და შინაარსიანი გახდეს ურთიერთობა ჩვენს ხალხებს შორის.

გლობალურ პოლიტიკაში ამ ეტაპზე ბევრი მძაფრი გამოწვევაა, მათ შორის ომი უკრაინასა და რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794305745

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ჩაცვენილები, ერთმანეთის საპირისპირო ჩვენებებს აძლევენ

საკონსტიტუციო სასამართლო 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკი...

არჩილ გორდულაძე

1794304881

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები, სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციონერი წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა და პროცესის მიმდინარეობის სამართლებრივ მხარე...

არჩილ გორდულაძე

1794303193

მსოფლიო

მარკო რუბიო: „რესპუბლიკელების“ საარჩევნო მარცხი ტრამპის საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენას არ მოახდენს. პარიზში „დიდი შვიდეულის“ ს...

მარკო რუბიო

1794302372

ახალი ამბები

დავით კოდუა: ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა რიყის მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ გახოკიძესთან ერთად რიყის მოსახლეობას შეხვდა, გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროე...

დავით კოდუა

1794302109

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში გაემგზავრება სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას. ინფორმ...

მიხეილ ყაველაშვილი