მარიამ ქვრივიშვილი: უზბეკეთი ცალსახად ადასტურებს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოსადმი უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით
„უზბეკეთი ცალსახად ადასტურებს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოსადმი უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს ლაზიზ კუდრატოვს და უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს ილხომ მახკამოვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, ასევე, ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა.
„შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ორმა სახელმწიფომ ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან იმისთვის, რომ ხელშესახებად გაიზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. განსაკუთრებით კი გამოიყო ვაჭრობა, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორები, ისევე როგორც ტურიზმის სექტორი.
სწორედ აქედან გამომდინარე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოიკვეთა და ზოგადად, საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმყოფებით ანაკლიასა და ფოთში, სადაც ადგილზე დავათვალიერეთ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში უკვე არის შექმნილი და ამავდროულად, მიმდინარე სამშენებლო პროცესი, რომელიც აქტიურ ფაზაშია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. რის შედეგადაც, 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველ ფაზას დავასრულებთ და მივიღებთ პირველ გემს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო უზბეკეთთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს, რათა გაიზარდოს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, უზბეკეთიდან შემოსული ინვესტიციები, ტურისტული ნაკადები და ტვირთბრუნვა საქართველოს მიმართულებით.
მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს როლს, კონკრეტულად კი, შუა დერეფნის კონტექსტში.
1783148293
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპ...
1783146393
მსოფლიოვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645-მდე გაიზარდა
ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ეროვნული ინფორმაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტრო...
1783144992
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ივლისს საქართველოში
4 ივლისს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ასევე ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმ...
1783112236
მსოფლიოპუტინმა ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სრულად „გათავისუფლების“ შესახებ განაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების ერთ-ერთ პუნქტში გამართულ თათბირზე ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სრულად „გათავისუფლებისა“ და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბ...
1783111027
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 59კმ-ში, სოფელ მამიშლართან იყო. მიწისძვრის...































