თეირანში ალი ხამენეისთან გამომშვიდობების ცერემონია დაიწყო
ირანში 4 ივლისს ქვეყნის ყოფილ უზენაეს ლიდერთან, ალი ხამენეისთან გამომშვიდობების ცერემონია დაიწყო. ხამენეის ნეშტი თეირანის მოსალას მეჩეთში დაასვენეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ალი ხამენეისთან ერთად მისი ოჯახის წევრებსაც - ქალიშვილს, სიძეს, რძალს და შვილიშვილს დაკრძალავენ, როლებიც ასევე ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპნენ. ირანის ხელისუფლების ცნობით, მხოლოდ თეირანში ალი ხამენეისთან გამოსამშვიდობებლად 15-დან 20 მლნ-მდე ადამიანი მივა. კომპლექსის შესასვლელში უსაფრთხოების სამსახურების ათობით წარმომადგენელი იმყოფება.
ხამენეის ცხედარი თეირანში 3 დღის განმავლობაში იქნება დასვენებული. შემდეგ სამგლოვიარო ცერემონია ქალაქ კუმაში გაიმართება, ხოლო 9 ივლისს ალი ხამენეის ქალაქ მეშჰედში, იმამ რეზას წმინდა ადგილთან დაკრძალავენ.
ალი ხამენეი 28 თებერვალს მის რეზიდენციაზე განხორციელებული ისრაელის ავიაიერიშის დროს დაიღუპა. თავდაპირველად მისი დაკრძალვა მარტში იგეგმებოდა, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ თეირანმა ივნისში განაცხადა, რომ აიათოლას 9 ივლისს დაკრძალავენ.
1783148293
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპ...
1783146393
მსოფლიოვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645-მდე გაიზარდა
ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ეროვნული ინფორმაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტრო...
1783144992
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ივლისს საქართველოში
4 ივლისს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ასევე ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმ...
1783112236
მსოფლიოპუტინმა ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სრულად „გათავისუფლების“ შესახებ განაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების ერთ-ერთ პუნქტში გამართულ თათბირზე ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სრულად „გათავისუფლებისა“ და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბ...
1783111027
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 59კმ-ში, სოფელ მამიშლართან იყო. მიწისძვრის...































