მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - ინდოეთის, ვიეტნამის, თურქმენეთის, რუსეთის, ყირგიზეთის, სუდანის პაკისტანის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, იორდანიის, ნიგერიის, ბანგლადეშის, უგანდისა და კენიის მოქალაქეები.
სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1783146393
მსოფლიოვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645-მდე გაიზარდა
ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ეროვნული ინფორმაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტრო...
1783144992
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ივლისს საქართველოში
4 ივლისს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ასევე ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმ...
1783112236
მსოფლიოპუტინმა ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სრულად „გათავისუფლების“ შესახებ განაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების ერთ-ერთ პუნქტში გამართულ თათბირზე ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სრულად „გათავისუფლებისა“ და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბ...
1783111027
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 59კმ-ში, სოფელ მამიშლართან იყო. მიწისძვრის...
1783110152
მსოფლიოტრამპი: ჯასტინ გეიჯი თავის მშობლებთან ერთად ოვალურ კაბინეტს ორი კვირის წინ მოპოვებული დიდი გამარჯვების აღსანიშნავად ეწვია - მან დაამარცხა კიდევ ერთი მართლაც დიდი მებრძოლი, რომელსაც მანამდე მარცხი არ ჰქონდა განცდილი
ჯასტინ გეიჯი თავის მშობლებთან ერთად ოვალურ კაბინეტს ორი კვირის წინ მოპოვებული დიდი გამარჯვების აღსანიშნავად ეწვია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ეს იყო ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი...































