პენიტენციური სამსახური: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ იქნა არავეგანური პროდუქტი. ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერის მიერ გავრცელებულ მორიგ ცილისმწამებლურ და პროვოკაციულ განცხადებას, რომელიც მიზნად ისახავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5 პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის დისკრედიტაციას.
ნანა სანდერი დაწესებულებაში განთავსების დღიდან იმყოფება №5 პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ბრალდებულს გაეწია კონსულტაცია სხვადასხვა დარგის სპეციალისტის მიერ, მათ შორის სამოქალაქო სექტორის კლინიკაშიც.
ნანა სანდერი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი ყველა სამედიცინო სერვისით.
დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე (ბრალდებულის/მსჯავრდებულის თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი.
ბრალდებული ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს.
შესაბამისად, სრულიად ლოგიკურად, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე ნანა სანდერის მიმართ ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა.
ნანა სანდერი უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი და საკვებიც მიეწოდება აღნიშნულის გათვალისწინებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ იქნა არავეგანური პროდუქტი.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება! ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.
ნანა სანდერის განცხადების საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა არაერთი სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმების ფარგლებში არ გამოვლენილა N5 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მსჯავრდებულ ნანა სანდერის უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსჯავრდებულ ნანა სანდერს თავი შეიკავოს ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც მიზნად ისახავს პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.
მსჯავრდებული სანდერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუე დასტურდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რომელთა გასაჯაროებისგანაც უწყება, მსჯავრდებულის ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე თავს შეიკავებს“.
1783015910
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: როდესაც სიტყვიერი გამოსვლებით ან ჟესტიკულაციით გამომწვევად იქცევი, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება ექნებათ. თან ეს ხდება ვისგან - გახარიას პარტიისგან, რომელიც გახდა ჩვეულებრივი მოღალატე ქვეყნის და გუნდის
პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა და განაცხადა, რომ ახლანდელი დაპირისპირება წინა მოწვევის პარლა...
1783015055
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია. მთავრ...
1783014373
სპორტისაქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი უკრაინასთან გამართა და 75:92 დამარცხდა. ამ მატჩის მნიშვნელობაზე ბევრი დაიწერა, ერთსაც დავამატებთ – მსოფლიო ჩემპიონატის შეს...
1783012826
საზოგადოებასსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა. მინი...
1783011979
სპორტიგიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს
გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდს“ დატოვებს და, დიდი ალბათობით, იტალიის სერია A-ს „უდინეზეში“ ითამაშებს – ექსკლუზიურ ინფორმაციას Watfordobserver-ის ჟურნალისტი ადამ დრური ავრცელებს. ამავე დროს გავრცელდა ინფო...



























