თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ პატარაძემ ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა გამართა
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართულ-თურქული ურთიერთობების განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სრულად იყოს ათვისებული რეგიონის პოტენციალი ტვირთბრუნვის ზრდის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისა და ლოგისტიკური მიმართულებით.
„როგორც მოგეხსენებათ, ბურსა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა, სადაც არაერთი საწარმო, ქარხანა და ფაბრიკაა განთავსებული. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბიზნესსექტორის გაძლიერებაზე, ახალი კონტაქტების დამყარებასა და საქმიანი ვიზიტების განხორციელებაზე. ყურადღება გამახვილდა საქმიანი ტურიზმის განვითარებაზე - ბიზნესფორუმების და კონგრესების ჩატარებაზე აჭარაში, აგრეთვე, კულტურული ტურიზმის განვითარებაზე და ამ მხრივ წინადადებების განხილვაზე. აღსანიშნავია, რომ ბევრი ბიზნესმენი დაინტერესებულია ჩვენი რეგიონით, მისი სატრანზიტო პოტენციალით. ვფიქრობ, გამართული შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალი, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და მსგავსი ფორმატის ვიზიტების მნიშვნელობას ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავების პროცესში.
შეხვედრას საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, გენერალური კონსული ქალაქ სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჭყონია, ბურსის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი შაჰინ ბიბა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები ესწრებოდნენ.
1783089047
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სამართალდამცველებმა...
1783088289
ახალი ამბებიმძღოლს, რომელიც ნაძალადევის რაიონში ტროტუარზე მიმავალ ქალს დაეჯახა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა. ინფორმა...
1783087569
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი: კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა, თუმცა, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის, უცებ ყველაფერი მშვიდდება
„ძალიან კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალუ...
1783086926
საზოგადოებასიძულვილის ენასთან ბრძოლა გრძელდება - თბილისის, საჩხერისა და ზესტაფონის სასამართლოებმა საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერისთვის მოქალაქეები დააჯარიმეს
სიძულვილის ენასთან ბრძოლა გრძელდება - თბილისის, საჩხერისა და ზესტაფონის სასამართლოებმა საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერისთვის მოქალაქეები დააჯარიმეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სოცია...
1783086356
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ირანელ ხალხთან ჩავდივართ, ისევე როგორც სომხეთის პრეზიდენტი, ისევე როგორც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადის ირანელ ხალხთან. ხალხი, ვინც ზანგეზურის შეთანხმებას ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა, ახლა ირანში ჩადიან
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციონერების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო გააკრიტიკეს....





























