მარიამ ქვრივიშვილი: ვქმნით სრულად ინტეგრირებულ სატრანსპორტო სისტემას, სადაც პორტები, რკინიგზა და მაგისტრალები ერთიანი ქსელის სახით ფუნქციონირებს

„ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულ და მკაფიო პოლიტიკას ატარებს, რომლის ფარგლებშიც ვქმნით სრულად ინტეგრირებულ სატრანსპორტო სისტემას, სადაც პორტები, რკინიგზა, საერთაშორისო ავტომაგისტრალები და ლოგისტიკური ცენტრები ერთიანი ქსელის სახით ფუნქციონირებს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ფოთში, ახალი საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე, ნავსადგურის განვითარების პროექტის მეორე ფაზის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, სწორედ ამ ხედვის ნაწილია როგორც ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარება, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფნის განვითარება.

„დღევანდელი ინვესტიცია ნიშნავს მეტ ტვირთს, მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ეკონომიკურ აქტივობასა და საქართველოს კიდევ უფრო ძლიერ პოზიციას რეგიონულ და გლობალურ ვაჭრობაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების პირველ ფაზაში უკვე ინვესტირებულია 93 მილიონი აშშ დოლარი და შექმნილია 360 სამუშაო ადგილი. პროექტის განვითარების მეორე ეტაპზე კი დამატებით, 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782385765

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ...

შემთხვევები

1782384522

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ქვეყნის სუვერენიტეტზე ხაზის გადასმა, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის თქმა იმისა, რომ თქვენ ქვეყანა აღარ გექნებათ, მხოლოდ იმიტომ რომ ევროკავშირის წევრები უნდა გახდეთო, რა სტანდარტში ჯდება, მსჯელობაც კი არ სჭირდება

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანების ინიციატივას ეხმაურება. „ევროკავშირი არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, ევროკავშირი შეიძლება იყოს შენი...

არჩილ გორდულაძე

1782384439

ახალი ამბები

პრემიერი: მოთხოვნა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება, ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით ვუპასუხოთ, სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას

ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს. დღევანდელი პროექტი ამ სტრატეგიული ხ...

ირაკლი კობახიძე

1782382871

ახალი ამბები

პრემიერი: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა

მოხარული ვარ, რომ დღეს ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, - ამის შესახებ საქა...

ირაკლი კობახიძე

1782380510

ახალი ამბები

უსახლკაროს სტატუსის მქონე ქესანაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა

ქესანიშვილების ოჯახისთვის 15-წლიანი უსახლკარობა დასრულდა. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს საცხოვრებელი ბინის გასაღები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა და მათთან ერთად ახლადაშენებულ კორპუსში გა...

უსახლკაროს სტატუსის მქონე